გულმა შეუფერხებლად რომ იმუშაოს და სისხლძარღვები მოქნილი დარჩეს, გამოიყენეთ ნატურალური პროდუქტები

სტატიაში შემოგთავაზებთ ათეროსკლეროზის, მაღალი არტერიული წნევისა და გულის დაავადებათა სამკურნალო უმარტივეს, საოცრად ეფექტურ ბუნებრივ საშუალებებს.

ათეროსკლეროზს იწვევს არტერიებისა და სისხლძარღვების კედლებზე გარკვეული ნივთიერებების დაგროვება.

ვინაიდან არტერიები და სისხლძარღვები ვიწროვდება, გულს სისხლის გადმოსაქაჩად მეტი მუშაობა უწევს, რაც იწვევს სისხლის წნევის მომატებას. ეს პროცესი ძალიან საშიშია, თუ თრომბი ჩაედინება ამ ჩაკეტილ არტერიებში და გაიჭედება, შეიძლება მოხდეს გულის შეტევა ან ინსულტი.

საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რომელთაც შეუძლია ტრიგლიციდების დონის შემცირება, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ანთებისა და ქოლესტერინის დაფების მოშორება, რომლებიც არტერიების გამკვრივებასა და შევიწროებას იწვევს.

ათეროსკლეროზი შეიძლება  საგრძნობლად შემცირდეს და აღმოიფხვრას კიდეც თუ შეცვლით ცხოვრების წესსა და კვების რაციონს. სტატიაში შემოგთავაზებთ ათეროსკლეროზის სამკურნალო საუკეთესო ბუნებრივ საშუალებებს

იხილეთ ათეროსკლეროზის სამკურნალო ბუნებრივი  საშუალებები

თევზის ქონი

თევზის ქონში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის სისხლძარღვებში საშიში ნარჩენების დაგროვებას, რომელსაც შეუძლია თრომბებისა და გულის შეტევის წარმოქმნა.

ეს ცხიმები აუცილებელია ჩვენი სხეულის სათანადო ფუნქციონირებისთვის.

ზღვის ცხიმიანი თევზი

იგი არეგულირებს ქოლესტერინის დონეს. თევზი გაჯერებულია უამრავი სასარგებლო ნივთიერებით, რომელთაც დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.

ნიორი და ხახვი

ხახვი და ნიორი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად საუკეთესო საშუალებებია. დაამატეთ კვების რაციონს ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტები. ხახვი და ნიორი წმენდს სისხლძარღვებს. რეკომენდებულია მათი გამოყენება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და გულსისხლძარღვთა პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ისპანახს შეუძლია სისხლის წნევის შემცირება

სელენი, ბეტა-კაროტინი და მანგანუმი ამცირებენ ათეროსკლეროზის ნიშნებს. ისპანახი გაჯერებულია ამ საკვები ნივთიერებებით.

ისპანახის შემადგენლობაში შედის ანთების საწინააღმდეგო ორი ნაერთი: ნეოქსანტინი და ვიოლაქსანტინი, რომელთაც შეუძლია შეამციროს სისხლძარღვების ანთება, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.

პარკოსნები

პარკოსნების უმეტესობა შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ადამიანების აზრით, ბანანი კალიუმით მდიდარი სუპერპროდუქტია, მაგრამ პარკოსნები გაცილებით მეტი რაოდენობის  კალიუმს შეიცავს.

დაამატეთ კვების რაციონს პარკოსნები როგორც მინერალებისა და ცილების ბუნებრივი წყარო.

კალიუმი ამცირებს არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს და ხსნის გულ-სისხლძარღვთა სისტემეში დაძაბულობას.

რეგულარული ვარჯიშები

თუ გსურთ თქვენს გულს ჯანმრთელობა შეუნარჩუნოთ  რეგულარულად ივარჯიშეთ. პასიური ცხოვრების წესი კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ცხიმების დაგროვებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.