როგორ უნდა იკვებოთ სწორად თქვენი სხეულის ფორმის მიხედვით

სხეულის ყველანაირი ფორმა უნიკალური და ლამაზია, თუმცა დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ ინახება ცხიმები ჩვენი სხეულის კონკრეტულ არეებში? ქალების ნაწილს სხეულის შუა ნაწილის გასუქება ახასიათებს, ზოგიერთ მათგანს ზედმეტი ცხიმი თეძოების არეში უგროვდება. შესაბამისად ყველას აქვს თავისი პრობლემური არე და ამ სტატიაში მოცემული რჩევები სწორედ ამ ინდივიდუალურ პრობლემებთან გამკლავებას გასწავლით.

ეს სხეულის ტიპი გამოირჩევა წვრილი თეძოებითა და გამოუკვეთავი წელის ფორმით. ასეთი ტანის მქონე ადამიანები ხშირად არ უჩივიან წონის მატების პრობლემას, თუმცა მაინც სჯობს ასეთ დროს მიირთვათ ჯანსაღი ცხიმები. მენიუში დაამატეთ ავოკადო, ორაგული, ნუში და მცენარეული პროტეინებიც. სხეულის ფორმის მიუხედავად ყოველთვის სჯობს თავი აარიდოთ ზედმეტად ბევრი ტკბილეულის და არაჯანსაღი საჭმელების ჭამას.

თუკი ასეთი ფორმის სხეული გაქვთ, მაშინ როგორც წესი ყველაზე მეტ ცხიმს მუცლის არეში იმატებთ. ამიტომ თქვენთვის საუკეთესო დიეტა იქნება მცირე ულუფების ჭამა ხშირად. ჭამეთ დღეში ექვსჯერ, თუმცა მცირე დოზებით. აუცილებელია მიიღოთ ფაიბერით მდიდარი პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და C ვიტამინის შემცველი საჭმელები. ასევე სასურველია მიირთვათ იოგურტი, რომელიც მომნელებელ სისტემას ეხმარება მუშაობაში. თავი აარიდეთ გაზების გამჩენ ისეთ საჭმელებს, როგორიცაა პური და ზოგიერთი ბოსტნეული.

მსხალის ფორმის სხეული უფრო დიდი თეძოებით გამოირჩევა. ამ ფორმის სხეულის მქონე ადამიანები სწორედ თეძოს არეში იმატებენ ყველაზე მეტ წონას. ასეთ დროს უნდა მიირთვათ ხორცი, თევზი, კვერცხები, რძის პროდუქტები და ბევრი პროტეინის შემცველი პროდუქტები. საზამთროს და ანანასის მსგავსი საჭმელები იდეალურია თქვენთვის, რადგან ისინი იმ ზედმეტ ტოქსიკებს მოაშორებენ თქვენს ორგანიზმს, რომელიც მეტაბოლიზმს გინელებთ. მიაყოლეთ მათ მწვანე ჩაი.

უარი უნდა თქვათ სოდიუმით მდიდარი საჭმელების ჭამაზე. შეამცირეთ მარილის მიღება და თავი აარიდეთ ისეთი გადამუშავებული საჭმელების ჭამას, როგორიცაა პური, მაკარონი და ბრინჯი.

ეს ყველაზე სასურველი სხეულის ფორმაა, თუმცა ასეთი ტანის მქონე ქალები როგორც წესი კუნთების მასის ნაკლებობას უჩივიან. მსგავს შემთხვევებში ასევე სისხლში მაღალი შაქრის რაოდენობის გაჩენის რისკიც არსებობს. შესაბამისად ასეთი სხეულის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდირებულია დღეში ექვსჯერ ჭამა, მცირე დოზებით. მენიუს ძირითად შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ხილი და ბოსტნეული. თავიდან უნდა აირიდოთ თეთრი პური და ბრინჯი და უნდა მიირთვათ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები.