ფინიკი-საოცარი ნაყოფი, რომლის ეფექტური შემადგენლობა აძლიერებს იმუნიტეტს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღის განმავლობაში 10 ფინიკი საკმარისია ადამიანის ორგანიზმმა შეივსოს დღიური ნორმა ისეთი სასარგებლო ნივთიერებებისა, როგორიცაა, მაგნიუმი, სპილენძი, გოგირდი, რკინის საჭიროების ნახევარი, კალციუმის საჭიროების მეოთხედი. ასე რომ, ფინიკი ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას.
იხილეთ ფინიკის სასარგებლო თვისებები:
- ფინიკი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ადამიანთა ორგანიზმში ანადგურებს დაავადებათა გამომწვევ ბაქტერიებს.
- ფინიკი-კოსმონავტების შეუცვლელი საკვები და წამალია, რომელიც ხიზილალაზე სასარგებლოა.
- ფინიკი შეიცავს ნივთიერებებს, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვა, რაც ამსუბუქებს, ასწრაფებს მშობიარობის პროცესს და ხდის მას ნაკლებად მტკივნეულს.
- ფინიკი შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.
- B ვიტამინით გაჯერებული ფინიკი სასარგებლოა კუნთოვანი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.
- ფინიკი აუმჯობესებს მადას.
ფინიკის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგ დაავადებათა სამკურნალოდ:
- გონებრივი დატვირთვა
- ითვლება, რომ გამომშრალი ფინიკი დადებითად მოქმედებს ტვინზე და მის შრომისუნარიანობას 20%-ით ზრდის.
- ფიზიკური დატვირთვა და გადაღლა
- ფინიკის მირთმევიდან ნახევარი საათის შემდეგ ძალიან დაღლილი ადამიანიც კი ივსება ძალითა და ენერგიით.
- სასუნთქი გზების სამკურნალოდ ;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა დროს
- კალიუმის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით, გულის უკმარისობის დროს ფინიკი ასტიმულირებს გულის აქტივობას. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ხელს უწყობს ძალების აღდგენას.
- სისხლნაკლებობა, ანემია;
- აფერხებს კუჭისა და ნაწლავების წყლულებისა და სიმსივნურ დაავადებათა განვითარებას
- პექტინი და სკვები ბოჭკოები აძლიერებს ნაწლავების პერისტალიტკას და ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
- იმპოტენცია;
- ნერვული აშლილობა;
- ფინიკი ძალიან სასარგებლოა მშობიარობის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად. ფინიკი შეიცავს განსაკუთრებულ მასტიმულირებელ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებს საშვილოსნოს კუნთებს ორსულობის ბოლო თვეების განმავლობაში, რაც ხელს უწყობს მშობიარობის პროცესს და ამცირებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის პერიოდსაც.
- ზღვის ავადმყოფობა;
- გაციება;
- სისხლძარღვების კედლების გასაძიერებლად;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის;
- კუჭ-ნაწლავის დაავადებათა აღმოფხვრა;
- მხედველობის გასუმჯობესებლად, თვალის დაღლილობის შესამსუბუქებლად;
- ანტიბიოტიკების მიღების შდეგად გამოწვეული გვერდითი მოვლენებისა და უკუჩვენებების შესამცირებლად;
- დაბერების პროცესის შესაფერხებლად; ფინიკი ახანგრძლივებს სიცოცხლეს;
- სისხლმდენი ღრძილების მოსაშუშებლად მინერალები, რომლებიც ფინიკის შემადგენლობაშია, კბილებისთვის აუცილებელია.
- იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;
- ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
როგორც ხედავთ, ფინიკი სასარგებლო ხილია, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ, ამიტომ მიირთვით ეს საოცრება და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე.