ნებისმიერი სახის ნამწვავისა და დაბინძურების მოშორებას ძველი ტაფებიდან 25 წუთში შეძლებთ

ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში წარმოებული ძველი თუჯის ტაფები დღემდე ყველასთვის საყვარელი და სასურველი რჩება, რადგან ისინი გამძლეა, კოროზიებს არ ექვემდებარება და მასში მომზადებული საკვები გემრიელია და გამოირჩევა ბუნებრივი გემოთი. გასაკვირი არ არის, რომ დიასახლისები მათ უფრთხილდებიან და არ ცვლიან თანამედროვე ნაწარმზე.

სამწუხაროდ, არსებობს დიდი პრობლემა, რადგან ჭურჭლის ზედაპირი სწრაფად იფარება ჭვარტლით, ცხიმის სქელი ფენით და ასეთი წარმონაქმნის მოცილება ადვილი არ არის.

არსებობს გამოსავალი. სტატიაში შემოგთავაზებთ სოდის ბაზაზე მომზადებული საშინაო საშუალებას, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ნებისმიერ, თუნდაც ძალიან დიდ დაბინძურებას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • სოდა 250 გრ
  • სილიკატური წებო 100 გრ
  • ლიმონმჟავა 50 გრ

ინსტრუქცია:

  1. აიღეთ მოზრდილი ჭურჭელი, ჩაასხით ადუღებული წყალი, წებო, ჩაყარეთ სოდა. თასი დადგით დაბალ ცეცხლზე და ჩადეთ შიგ ტაფა. ადუღეთ 5 წუთი.
  2. შემდეგ ჩააყარეთ ლიმონმჟავა და გააჩერეთ 20-30 წუთი. თუ თქვენი ტაფა არ გასუფთავდა, კვლავ ხელახლა ჩადეთ ის ხსნარში და კიდევ ცოტა ხანს გააჩერეთ.
  3. ტაფას გადაუსვით სამზარეულოს ღრუბელი და თქვენი საყვარელი ნივთი დაიბრუნებს პირვანდელ იერს.
  4. ამ მეთოდით შეგიძლიათ გაწმინდოთ ნებისმიერი ჭურჭელი. მხოლოდ ემალის ჭურჭელი ხსნარში 15 წუთი გააჩერეთეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და კიდევ დიდხანს ისიამოვნეთ თქვენი საყვარელი ტაფებითა და ქვაბებით.