რამდენიმე კვერცხი და არაჟანია საჭირო, რათა მოამზადოთ უგემრიელესი პეროგი

შემოგთავაზებთ უგემრიელესი პეროგის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ მინიმალური დრო და ენერგია. ჩემი პატარა ოჯახის ყველა წევრს ის სიგიჟემდე უყვარს!

საჭირო ინგრედიენტები:

  • გაყინული კარაქი 200 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
  • ფქვილი 300 გრ
  • შაქარი 0,5 ჩ. ჭ.

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

  • ცხიმიანი არაჟანი 500 მლ
  • კვერცხი 4 ცალი
  • ვანილი გემოვნებით
  • შაქარი 4 ს. კ.

მომზადების წესები:

  1. გაყინული კარაქი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაამატეთ კვერცხი, შაქარი, გამაფხვიერებელი, ფქვილი, მოზილეთ ფაფუკი ცომი და დაასვენეთ დაახლოებით 10 წუთი.
  2. ცომი გააბრტყელეთ 0,5 სმ-ის სისქეზე და გადაიტანეთ ცხიმწასმულ ჟარონაზე. კიდეები საცხობი ფორმის კედლებზეც ამოიტანეთ.

მოამზადეთ შიგთავსი:

  1. არაჟანი კარგად ათქვიფეთ და სათითაოდ დაამატეთ კვერცხი. თქვეფა გააგრძელეთ, დაამატეთ ვანილი, შაქარი.
  2. დაიტანეთ ცომზე და თანრად გაანაწილეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 40-45 წუთის განმავლობაში.
  3. პეროგი გააციეთ და შედეთ მაცივარში.

ჩემს პატარა საიდუმლოსაც გაგიზიარებთ. ღვეზელის გემოცხობის დროს მე პრადად ცომზე ვაწყობ მთლიან მარწყვებს ან ჟოლოს, ან კურკაგამოცლილ ალუბალს, ან დაჭრილ ბანანს, ან ატამს და მერე ვუსვამ შიგთავსს, ხოლო თუ ხილის სეზონი არ არის მაშინ ზემოდნ ვფარავ შოკოლადის მინანქრით ან მოხარშული შესქელებული რძით.

მოამზადეთ უგემრიელესი და უნაზესი ნამცხვარი და ტკბილად გაატარეთ დღე უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად.