
შემოგთავაზებთ ბადრიჯნის, ვაშლის, პამიდვრისა და ბულგარული წიწაკის კომბინაციით მომზადებული ბოსტნეულის ხიზილალის რეცეპტს. მოცემული რეცეპტის მიხედვით, მომზადებულ კერძს სასიამოვნო და დახვეწილი გემო აქვს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი 2 ცალი
- პამიდორი 2 ცალი
- ხახვი 2 თავი
- ვაშლი 2 ცალი
- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- ზეთი 2 ს. კ.
- კარაქი 2 ს. კ.
- მარილი, შაქარი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი გაჭრით შუაში (სიგრძეზე) და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. გაჭრილი ზედაპირი მოაქციეთ ზემოთ, მოასხით ზეთი და 15 წუთით შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში.
- ბადრიჯანი გააგრილეთ, ფრთხილად ამოიღეთ რბილობი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- ხახვი, პამიდორი, ბულგარული წიწაკა და ვაშლი დაჭერით პატარა ნაჭრებად. სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ ხახვი, წიწაკა, კარაქი და 4 წუთით დადგით საშუალო ცეცხლზე.
- დაამატეთ ბადრიჯანი, ვაშლი და თუშავთ კიდევ 4 წუთი. ბოლოს დაამატეთ პამიდორი თავის წვენთან ერთად და შეაზავეთ შაქრითა და მარილით. ცეცხლს დაუწიეთ, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ 15 წუთი. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე.
მოამზადეთ ბადრიჯნის ხიზილალა და გემრიელად მიირთვით!