შემოგთავაზებთ ვაშლის ღვეზელის რეცეპტს, რომელიც ისეთი გემრიელი, ნაზი და ჰაეროვანი გამოდის, რომ მის დასახასიათებლად სიტყვებიც კი არ მყოფნის. ღვეზელი მოსამზადებლად უმარტივესია, გემოთი კი დაუვიწყარი.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2,5 ჩ. ჭ. ფქვილი
- 200 გრ მარგანინი
- 1 ჩ. კ. სოდა
- 4 ცალი კვერცხის გული
- ½ ჩ. ჭ. შაქარი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- 3 ცალი დიდი ვაშლი (ბევრად უფრო არომატული გამოდის ანტონოვკა ვაშლით).
- ბეზეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 4 ცალი კვერცხის ცილა, ½ ჩ. ჭ. შაქრის ფხვნილი, ვანილი, მწიკვი ლიმონმჟავა.
მომზადების წესი:
- კვერცხის გული და ცილა გამოყავით. ცილა შედეთ მაცივარში, ხოლო გულები შაქართან ერთად მსუბუქად ათქვიფეთ, დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი მარგანინი, ფქვილი, სოდა, ვანილი და მოზილეთ ცომი. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ მომზადებული მასა.
- ვაშლები გათალეთ, გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ცომზე თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრდუს ტემპერატურაზე და ღვეზელი შედეთ 10-15 წუთით ( ანუ ბოლომდე არ აცხობთ).
- ამზადებთ ბეზეს. ცილა ათქვიფეთ მიქსერით, თანდათან დაამატეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი, ლიმონმჟავა.
- ღვეზელი გამოიღეთ ღუმელიდან, დაიტანეთ მომზადებული ბეზე და ნიჩაბით გაანაწილეთ. ფორმა კვლავ ღუმელში შედეთ და გააგრძელეთ ცხობა (დასჭირდება 10-15 წუთი). ღუმელი გამორთეთ, მაგრამ ღვეზელი მაშინვე არ გამოიღოთ.
ვაშლის არომატული ღვეზელი გამორჩეულია როგორც გემოთი, ისე ვიზუალით. თეთრი ბეზე ალაგ-ალაგ კარამელისფრად არის დაბრაწული და ზემოდან ცრემლებივით აყრია გამჭირვალე წვეთები. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!