მუქთმიანი ქალბატონებს, ხშირად, ვარცხნილობის განახლება სჭირდებათ, თანაც თმის ხარისხის შენარჩუნებით. ამ შემთხვევაში, მუქ, საშუალო სიგრძის თმაზე ბალაიაჟი იდეალური გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, მის გარდა, რთული, თუმცა მსუბუქი შეღებვის კიდევ რამდენიმე სახეობა არსებობს.
მუქი, საშუალო სიგრძის თმის ბალაიაჟი
ყველას არ შეუძლია იმიჯის რადიკალური ცვლილებისთვის ნაბიჯის გადადგმა. განსაკუთრებით, როცა ამდენ ხანს გულმოდგინედ იზრდიდით თმას. თუმცა, ბუნებრივი ფერი, ხშირად, მოსაწყენად გვეჩვენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ჭაღარა ერევა. როგორ დავეწიოთ თანამედროვე ტენდენციებს ისე, რომ იმიჯში ბევრი არაფერი შევცვალოთ?
ამ ყველაფერში რთული შეღებვა დაგეხმარებათ. სწორედ მისი საშუალებით მიაღწევთ მსუბუქ გადაღვრებს და ფანტასტიკურად მოდურ იმიჯს შეგიქმნით, ნებისმიერი ვარცხნილობის დროს. მოდით, გადავხედოთ მსგავსი პროცედურების დადებით მხარეებს.
- მთელი თმის გაღიავება და მისი ხარისხის გაუარესება საჭირო არაა.
- შედეგად მიიღებთ ფერების ბუნებრივ გადაღვრას.
- ვიზუალურად ცვლის სახის ფორმას.
- ყოველთვიურ კორექციას არ საჭიროებს.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს პროცედურას თავისი ნაკლი აქვს. შეღებვის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივია, თანაც საკმაოდ ძვირი ღირს.
თმის ძირითადი ფერი და შეღებვის ვარიანტები
ბუნებრივად შავი თმა იდეალური “ნიადაგი” იქნება შეღებვის მსგავსი ტექნიკისთვის. შავ თმაზე კარგად გამოიყურება ფერადი ომბრეცა და ნაცრისფერი ბალაიაჟიც.
მუქი ქერა თმა თითქოს ნატურალური ომბრესთვისაა შექმნილი. ყველაფერი უჩვეულოს მოყვარულებსა და ექსპერიმენტატორებს რამდენიმე ნეონური რიგის გაკეთებაც შეუძლია.
აი, ყავისფერ თმას კი მოუხდება ბრონდირება. ასე ვარცხნილობა მაქსიმალურად ბუნებრივად და თანამედროვედ გამოიყურება.
თმის შეღებვის თანამედროვე ტექნიკები
შატუში
ოსტატი თმას თანაბრად აჩეჩავს, შემდეგ კი გამაღიავებელ მასას წაუსვამს იმ რიგებს, რომლებიც არ აიჩეჩა. შემდეგ გაღიავებულ თმას ტონს აძლევენ.
ბალაიაჟი
გამაღიავებელ ემულსიას თმის რიგებს სპეციალური ფორმით უსვამენ. ჩვეულებრივ, ეს რიგები სიგანეში 5 სმ-ს არ აღემატება.სწორედ ასე იღებს სტილისტი ფერების ბუნებრივ გადაღვრას.
მელირება
ადრე მელირება კონტრასტულად, მთელ თმაზე კეთდებოდა.ახლა რამდენიმე რბილი ელფერი გამოიყენება, კონტრასტულობის შესამცირებლად.
ფერის გაწელვა
ეს იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც უკვე აქვს გაღიავებული ბოლოები. ასე შეიძლება გაიარდოთ ჯანმრთელი თმა ისე, რომ კონტრასტული ფერის მოჭრა არ დაგჭირდეთ.
ბრონდირება
ასეთი შეღებვა ბოლოებს ეხება. აღნიშნულ ტექნიკაში გამოიყენება თბილი ცეცხლისფერი ელფერები.
ომბრე
ამ ტექნიკას ყველა იცნობს. მუქი თმის შეღებვის ყველაზე პოპულარული რთული მეთოდიც ფერების გადაღვრას მოიცავს. თუმცა, ბალაიაჟისგან განსხვავებით, იგი სპეციალურად უფრო მკვეთრი და შესამჩნევია.
შიმერი
ეს იმდენად ტექნიკა არაა, რამდენადაც კონკრეტული საშუალებების გამოყენება მეტალის ეფექტით. ოსტატი თმას აჯადოვებს ძალიან დიდხანს, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
ახლა, როცა უკვე იცით არსებული სტილების შესახებ, არჩევანი თქვენთვის მოგვინდია.