ვანილის ფაფუკი ფუნთუშები – გემო, რომელიც გაგახსენებთ სკოლის სასადილოს

ფუნთუშების მომზადება სიამოვნებას მოგგვრით და მოუთმენლად დაელოდებით წუთებს, როცა თქვენი პატარების გულებს გაახარებთ. დაბრაწული ფუნთუშების საოცარი სურნელი შერწყმული ცხელი ჩაის ან ყავის არომატთან კიდევ ერთი ლამაზი დღის დასაწყისია.

სტატიაში შემოგთავაზებთ უგემრიელესი ვანილიანი ფუნთუშების რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 600 გრ
  • რძე 250 მლ
  • საფუარი 8 გრ
  • 5 ცალი კვერცხის გული
  • კარაქი 100 გრ
  • ვანილი 10 გრ
  • შაქარი 4 ს. კ.
  • ნაღები 2 ს. კ.
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესები:

  1. რძე აადუღეთ, ცოტა ხანს გააჩერეთ, დაამატეთ საფუარი, 2 ს. კ. შაქარი, 2 ს. კ. ფქვილი, კარგად აურიეთ და თბილ ადგილზე გააჩერეთ 15 წუთი.
  2. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი შაქარი, მარილი, 4 ცალი კვერცხის გული, დარბილებული კარაქი და ვანილი. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ფაფუკი ცომი. მომზადებულ ცომს გადააფარეთ პირსახოცი და თბილ ადგილზე გააჩერეთ 30 წუთი.
  3. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გამოხელეთ პატარა გუნდები (დაახლოებით 15 ცალი) და დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე. ფუნთუშები ცოტა ხანს გააჩერეთ, სანამ არ ამოფუვდება. ზემოდან წაუსვით 1 ცალი კვერცხის ცილისა და ნაღების ნარევი.
  4. გამოაცხვეთ 200 გრადუს ტეპერატურაზე. უგემრიელესი ვანილის ფუნთუშები 20 წუთში მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!