როგორ გამოვიყენოთ ლიმონის ცედრა სახსრების გასაძლიერებლად

სახსრები ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებს, რაც საშუალებას გვაძლევს კიდურები და სხეულის ნაწილები  ვამოძრაოთ. დროთა განმავლობაში, ძვლების ერთმანეთზე ხახუნის შედეგად ხრტილოვანი ქსოვილი იშლება, რაც იწვევს სახსრების ტკივილს.

სახსრების ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებებით. მაგალითად, როგორიცაა, ოსტეოართრიტი, ართრიტი, ბურსიტი. მისი გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს  ტრამვები, დაჭიმულობა, დაძაბულობა.

ლიმონი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც სახსრების მკურნალად გვევლინება. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცილის ფორმირებისთვის, რომელიც  აძლიერებს კანს, მყესებს, იოგებსა და სისხლძარღვებს.

C ვიტამინი აუცილებელია ჩვენი სხეულის შესაძლებლობების აღსადგენად. ეს ვიტამინი ხელს უწყობს ჭრილობების მოშუშებას, ხრტილოვანი ქსოვილის, ძვლებისა და კბილების ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას.

გარდა C ვიტამინისა    ჩვენი ძვლებისთვის აუცილებელია კალციუმი. ლიმონის ცედრა კი დიდი რაოდენობით C ვიტამინსა და კალციუმს შეიცავს, რაც აუცილებელია ძვლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად.

მიირთვით ლიმონის კანი, ეს თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ ნატურალურ მკურნალს თქვენი ორგანიზმისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

ლიმონის კანით შეგიძლიათ დაირეგულიროთ ქოლესტერინის დონე, არტერიული წნევა, გაიძლიეროთ იმუნიტეტი, გაიუმჯობესოთ საჭმლის მონელებელი ტრაქტის ნორმალურად ფუნქციონირება. იგი მდიდარია ბოჭკოებით და ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალურად მოქმედებას.

C ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით ლიმონის ცედრა  კურნავს ყელის ტკივილს, გრიპს, სურდოს და სხვა ინფექციებს.

ის აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ლიმონის კანის შემადგენლობაში შემავალი ლიმონმჟავა და C ვიტამინი დაგეხმარებათ თავისუფალი რადიკალებისგან გათავისუფლებაში, რომლებიც იწვევს ნაადრევ დაბერებას და კანზე მუქ ლაქების წარმოქმნას.

ლიმონის ცედრა შეიცავს პექტინს, ელემენტს, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმს ჭარბი რაოდენობის შაქრის ათვისებაში. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ლიმონი, რადგან ის დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების დაკარგვაში.

სტატიაში შემოგთავაზებთ სახსრების ტკივილის საწინააღმდეგო საშუალების რეცეპტს, რომელიც ლიმონის კანის ბაზაზე არის მომზადებული.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ლიმონი 4 ცალი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

ლიმონის ცედრა მოათავსეთ მინის ქილაში და გაავსეთ ზეითუნის ზეთით. ქილას მჭიდროდ დაახურეთ და დააყოვნეთ ორი კვირა. მითითებული დროის გასვლის შემდეგ მომზადებული საშუალება დაიტანეთ მარლის რამდენიმე ფენაზე, დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე და შალით შეიხვიეთ.

სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ძილის წინ. მეორე დილით კი უკვე სასიკეთო ცვლილებებს შეამჩნევთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ უმარტივესი, მაგრამ უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.