როგორ დავირბილოთ კანი ქუსლებზე და იდაყვებზე სულ რამდენიმე პროცედურაში

1283

ქუსლები და იდაყვები სხეულის ნაწილებია, რომლებზედაც ჩვენ სათანადოდ არ ვზრუნავთ, ამიტომ ამ მიდამოებში კანი ძალიან სწრაფად შრება და უხეშდება.

საბედნიეროდ, ბუნება არ იშურებს ჩვენთვის სიკეთეებს და არსებობს უამრავი ნატურალური, ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება, რომელთა წყალობით შეძლებთ ქუსლებისა და იდაყვების დარბილებას.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ლიმონი საუკეთესო საშუალებაა. ის ბუნებრივი სიმდიდრეა, რომლის წყალობითაც შეძლებთ ქუსლებისა და იდაყვების დარბილებას.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე გზას თუ როგორ მოიგვაროთ ლიმონის დახმარებით ზემოთ ხსენებული პრობლემები.

  1. აიღეთ ლიმონი, გაჭერით შუაზე და დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. ეფექტურ შედეგს მიიღებთ თუ გაიჩერებთ 10 წუთი. შემდეგ კარგად დაიბანეთ.
  2. ქუსლებისა და იდაყვების გამომშრალი კანის საწინააღმდეგოდ მოამზადეთ ნარევი. 15 წვეთი ლიმონის წვენს დაამატეთ 1 ჩ. კ. თაფლი და 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ დაიბანეთ.
  3. პრობლემური კანის დასარბილებლად მოამზადეთ ნატურალური სკრაბი. ლიმონი გაჭერით შუაზე, დააყარეთ შაქარი და 5 წუთის განმავლობაში შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე. მაშინვე არ დაიბანოთ, გაიჩერეთ 25 წუთი.

დაიმახსოვრეთ, ლიმონის ბაზაზე მომზადებული საშუალებების გამოყენებამდე კანი კარგად უნდა გაიწმინდოთ.

იხილეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები, რომელთა წყალობით ბუნებრივი გზით დაირბილებთ ქუსლებსა და იდაყვებს.

საუკეთესო საშუალებაა ვულკანური წარმოშობის მცირე ზომის პემზის ქვები, რომელსაც აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგები. პემზის ქვა ამქერცლავი თვისებების გამო მოცემული პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო ვარიანტია. ფრთხილად გამოიყენოთ, რათა აირიდოთ კანის გაღიზიენება. პროცედურის შემდეგ ფეხები დაიბანეთ, კარგად შეიმშრალეთ და წაისვით დაამატენიანებელი ან მკვებავი მალამო.

გრეიფრუტი საუკეთესო საშუალებაა. 2 ცალი გრეიფრუტი გაფცქვენით და მოამზადეთ უგემრიელესი, სასარგებლო წვენი და გემრიელად მიირთვით. ამ გზით მიიღებთ C ვიტამინის დღიურ ნორმას. ხოლო გრეიფრუტის კანების შიგნითა ნაწილით  აბაზანის მიღებამდე დაიმუშავეთ ქუსლები და იდაყვები.

თაფლისა და დარიჩინის ნარევი

აურიეთ 4 ს. კ. თაფლი დ 1 ს. კ. დარიჩინი. მომზადებული მასა შეიზილეთ გაუხეშებულ ქუსლებსა და იდაყვებზე. გაიჩერეთ 25 წუთი. შემდეგ კი კარგად დაიბანეთ.

მაწვნისა და შვრიის ფანტელების ნარევი

2 ს. კ. შვრიის ფანტელებისა და ნახევარი ს. კ. მაწვნის ნარევით 10 წუთის განმავლობაში კარგად დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები და უზრუნველყავით იდაყვებისა და ქუსლების კანის დატენიანება. გაიჩერეთ 30 წუთი.

ნუ გადაიხდით ზედმეტს.  გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული შემოთავაზებული მეთოდები და ლამაზად შეხვდით ცხელ ზაფხულს.