შოკოლადის ტორტი ყოველგვარი ცხობის გარეშე. მზადდება მარტივად, გამოდის ძალიან გემრიელი

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, გასაოცარი შოკოლადის ტორტის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. შავი ტორტი დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას ან მეგობრების გულთბილ თავყრილობას. ყავის საუცხოო არომატი, უგემრიელესი ნუგბარი, ტკბილი მოგონებები და კიდევ ერთი ლამაზი საღამო.

შოკოლადის საოცრებას გამოცხობა არ სჭირდება. რამდენიმე წუთში თქვენს ტორტს მაცივარში შედებთ გასაციებლად. ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფხვიერი ორცხობილა 800 გრ
  • ნიგოზი 100 გრ

ინგრდიენტები კრემისთვის:

  • შაქარი 200 გრ
  • კაკაო 60 გრ
  • წყალი 250 მლ
  • კარაქი 150 გრ
  • ვანილი

ინგრედიენტები კრემისთვის (ზემოდან მოსასხმელად):

  • ნაღები 35%-იანი 120 გრ
  • შავი შოკოლადი 120 გრ
  • ნიგოზი (ზემოდან მოსაყრელად)

მომზადების წესები:

  1. ორცხობილები დატეხეთ პატარა ნაჭრებად.
  2. ნიგოზი დაჭერით და მსუბუქად მოხალეთ.
  3.  ნიგოზი და ორცხობილები აურიეთ.
  4. აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი, ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ კაკაო, თანდათან დაასხით წყალი და განუწყვეტლივ ურიეთ.
  5. დაამატეთ კარაქი და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  6. კრემი ადუღეთ 8 წუთი. შემდეგ დაამატეთ ვანილი და გააჩერეთ 15 წუთი.
  7. შოკოლადის კრემი დაასხით ორცხობილებს, ერთმანეთში აურიეთ და მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელშიდაც პერგამენტი გაქვთ ჩაფენილი.
  8. ტორტი 1 საათით შედეთ მაცივარში.

მოამზადეთ კრემი ზედაპირისთვის:

  1. გააცხელეთ ნაღები, მხოლოდ არ აადუღოთ, ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადი, გააჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ მოურიეთ.
  2. ცხელი კრემი დაასხით ტორტს, თანაბრად გაანაწილეთ, გააგრილეთ და შედეთ მაცივარში.
  3. გაციებულ ტორტს მოაყერეთ დაჭრილი ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!