ნაზი და ფაფუკი კექსი, რომელსაც არ სჭირდება სოდა და გამაფხვიერებელი

ცადეთ ერთხელ, მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი და ის თქვენი ოჯახის წევრების უსაყვარლესი ნუგბარი გახდება. აქციეთ ერთი ლამაზი ჩვეულებრივი კვირა დღე დღესასწაულად.

პეროგი საოცრად გემრიელია, ლიმონისფერი, სველი და საერთოდ არ სჭირდება კრემი. მოსამზადებლადაც უმარტივესია. უბრალოდ, ყველა ნიუანსი უნდა დაიცვათ. მაგალითად,  რეცეპტში მითითებულია, სიმინდის ზეთი ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე. მიჰყევით მითითებებს და საოცარი დესერტით ისიამოვნეთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 100 გრ
  • რძე 70 გ ( გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ)
  • კვირცხი 6 ცალი
  • სიმინდის ზეთი 50 მლ
  • მარილი მწიკვი
  • შაქარი 80 გრ
  • რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან რამდენიმე წვეთი ძმარი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ ორთქლის აბაზანა. პატარა თასში ჩაასხით სიმინდის ზეთი და აადუღეთ.
  2. აიღეთ თასი, ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაასხით ზეთი და აურიეთ.
  3. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან.
  4. ფქვილიან მასას დაამატეთ კვერცხის გულები, შემდეგ დაასხით თბილი რძე და ხის კოვზით კარგად აურიეთ. მასა უნდა იყოს სქელი და ერთგვაროვანი.
  5. კვერცხის ცილას დაამატეთ მარილი, ძმრის ან ლიმონის რამდენიმე წვეთი და კარგად ათქვიფეთ.
  6. თანდათან დაამატეთ შაქარი და კვლავ გააგრძელეთ თქვეფა.
  7. ფქვილიან მასას ნელ-ნელა შეურიეთ ცილიანი და ხის კოვზით ფრთხილად შეაზილეთ. კოვზი ამოძრავეთ ქვემოდან ზემოთ.
  8. საცხობ ფომას წაუსვით კარაქი, გვერდებიც არ დაივიწყოთ და ფრთხილად გადაიტანეთ ცომი. წარმოიდგინეთ, თითქოს აცხობთ ტორტის ბისკვიტს, ამიტომ ცომი ფორმაზე კოვზით არ გაიყვანოთ. ფრთხილად ამოძრავეთ ფორმა და მასა თანაბრად გადაანაწილეთ.
  9. ღუმელი გააცხელეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე და დაიწყეთ ცხობა.
  10. 20 წუთის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან. გვერდები და ზედაპირი უკვე გამაგრებული ექნება. აიღეთ ბასრი დანა და ზედაპირი ჩაჭერით. შემდეგ 40 წუთი კვლავ ღუმელში შედეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ღუმელის კარი გამოაღეთ და დაელოდეთ გაციებას, ბისკვიტი არ გამოიღოთ, თორემ ჩაგივარდებათ.
  11. გვერდები დანით ფრთხილად მოაშორეთ კედლებს და ამოღება არ გაგიჭირდებათ. დადეთ ლამაზ ლანგარზე და სუფრაზე დაუჭრელი მიიტანეთ.

პირველ რიგში, თქვენი დესერტი სილამაზით გააოცებს სტუმართ, ხოლო შემდეგ საოცარი გემოთი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!