როგორ მოვამზადოთ გემრიელი ბატონი სახლის პირობებში ხრაშუნა ქერქითა და რბილი გულით

შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული უგემრიელესი, არომატული ბატონის რეცეპტებს.

რა შეიძლება იყოს სახლში საკუთარი ხელით მომზადებულ ხრაშუნა ბატონზე გემრიელი?

სტატიაში შემოგთავაზებთ სამ რეცეპტს. არჩევანი თქვენზეა. აირჩიეთ სასურვლი, მოამზადეთ და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.

1. საშინაო ბატონი რძით

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ
  • მშრალი საფუარი 6 გრ
  • მარილი 4 გრ
  • კარაქი 30 გრ
  • წყალი 50 მლ
  • რძე 100 მლ

ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • რძე 5 მლ

მომზადების წესი:

  1. მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, მარილი, საფუარი აურიეთ. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოზილეთ რბილი ცომი. თუ გსურთ საუკეთესო ბატონი გამოგივიდეთ ცომს ზელთ დიდი მონდომებით. გადააფარეთ, დადგით სითბოში და საათ-ნახევარი გააჩერეთ. ერთხელ კიდევ ჩაზილეთ და დააყოვნეთ 10 წუთი.
  2. მომზადებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააბრტყელეთ, მიეცით ოთხკუთხედის ფორმა. შემდეგ ცომი რულონივით დაამრგვალეთ და კიდეები შეკარით. ცომი ნახევარი საათით დაასვენეთ. ზემოდან გაუკეთეთ ჭრილები, გსურთ სიგანეზე ან სიგრძეზე. შემდეგ გადაუსვით რძეში გათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. 20-30 წუთის შემდეგ ოქროსფერი, ხარაშუნა და არომატული ბატონი მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!

2. საშინაო ბატონი კეფირით

საჭირო ინგრედიენტები:

  • კეფირი 350 მლ (1 წილი კეფირი/1 წილი წყალი)
  • შაქარი 1 ს. კ.
  • მარილი 1,5 ჩ. კ.
  • კარაქი ან ზეთი 60 გრ
  • ფქვილი 500 გრ
  • საფუარი 2 ჩ. კ.

მომზადების წესი:

ჩვეულებრივად ზელთ ცომს და საათ-ნახევარი დადეთ სითბოში, შემდეგ ჩაზილეთ და კიდევ დაასვენეთ. მომზადებული ცომი გაყავით 2 ნაწილად. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ ოთხკუთხედად და ზემოთ მოცემული წესის მიხედვით მოამზადეთ ბატონი. 40 წუთის განმავლობაში დადეთ სითბოში და ცომი დაასვენეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და შედეთ 180 გრადუს ტეპერატურაზე. 25 წუთში ოქროსფერი ბატონი  მზად იქნება.

თუ გსურთ დაბრაწული ბატონი კიდევ უფრო მეტად პრიალებდეს, გაწმინდეთ ზეთიანი ნაჭრით. შემდეგ 15-20 წუთი ზემოდან გადააფარეთ ორად გაკეცილი პირსახოცი. ამ მეთოდით ქერქს შეუნარჩუნებთ სირბილეს.

გაითვალისწინეთ თუ ზემოდან წასასმელად კვერცხის გულს დაამატებთ ¼ ჩ. კ. შაქარს ქერქი კიდევ უფრო მეტად დაიბრაწება.  დაიმახსოვრეთ და არ დაგავიწყდეთ, ცომს ზელა უყვარს.

კიდევ ერთ ხერხს შემოგთავაზებთ. თუ ცომის მასა არ არის ერთგვაროვანი და მაგარია, 5-10 წუთით ჩადეთ ცელოფანში და დაასვენეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გააგრძელეთ ცომის დამუშავება. ნახავთ, რომ ის დარბილებულია და ადვილად გემორჩილებათ.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!