მოცულობითი ზებრა მანის ბურღულით. ბოლო დროის ფავორიტი დესერტი ჩემს ოჯახში

დიასახლისთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს მანანის ბურღულით მომზადებული ნამცხვრები. ისეთი ფუმფულა და ჰაეროვანი ბისკვიტები გამოდის, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.

დღეს შემოგთავაზებთ რეცეპტს, თუ როგორ მოვამზადოთ მანის ბურღულით საოცრად ფუმფულა და ჰაეროვანი ნამცხვარი ,,ზებრა“.

ზებრა ყველასთვის საყვარელი ნუგბარია, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს არა მარტო გემოთი, არამედ ვიზუალითაც. განსაკუთრებით პატარებს მოსწონთ ერთმანეთში არეული სხვადასხვაფერის ზოლები და ისინი სიამოვნებით მიირთმევენ ნამცხვარს.

საჭირო იგრედიენტები:

  • მანის ბურღული 1 ჭიქა
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • კვერცხი 2 ცალი
  • კეფირი 2 ჭიქა
  • კაკაოს ფხვნილი 3 ს. კ.
  • კარაქი 90 გრ
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • ვანილი
  • მზესუმზირის ზეთი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

1. აიღეთ თასი, ჩაასხით კეფირი, დაამატეთ სოდა, მანანის ბურღული, აურიეთ და 20-30 წუთი დატოვვეთ ასაფუებლად. დარბილებულ კარაქს შეაზილეთ შაქარი , ვანილი, კვერცხი, შეურიეთ კეფირიან მასას და ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი. ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთ ნაწილს დაამატეთ კაკაოს ფხვნილი და კარგად აურიეთ.

2. საცხობ ყალიბს წაუსვით ზეთი. ფორმის შუაგულში რიგრიგობით დაასხით სხვადასხვაფერის ცომი. ზემოდან კი კბილის საწმენდი ჩხირით დაახატეთ ობობას ქსელი.

3. გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 35-40 წუთის განმავლობაში.

ულამაზესი და უგემრიელესი მანანის ზებრა მზადაა. ფანტაზიებს ნუ დაიშურებთ და შეგიძლიათკიდევ უფრო გააგემრიელოთ ნამზადი და ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი ან მარწყვის სიროფი. თუ ბისკვიტს შუაზე გაჭრით, მიღებულ ფენებს  სასურველი კრემით შეაერთებთ და ზემოდანაც მორთავთ, მიიღებთ სადღესასწაულო ტორტს.

მოამზადეთ მანანის ბურღულით საოცარი ზებრა, ისიამოვნეთ და მეგობრებსაც გაუზიარეთ.