ჩემი თმა უსიცოცხლო, სუსტი და მტვრევადი იყო. მრავალი მცდელობის შემდეგ პრობლემას მარტივი საშინაო რეცეპტით გავუმკლავდი

მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა სილამაზის სამკაულია  ჯანსაღი, ლამაზი, მბზინვარე და გრძელი თმა.

ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული უამრავი  ხელნაკეთი საშუალება არსებობს, რომელთა წყალობით თმას  შეუნარჩუნებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს, გაიძლიერებთ თმის სუსტ ღერებს, შეაჩერებთ თმის ცვენას, აასწრაფებთ ზრდის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ ხელნაკეთი საშუალებები უსაფრთხოა, იაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ბევრად ეფექტური, ვიდრე ქიმიური ნივთიერებებით დატვირთული კომერციული პროდუქტები.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თმის ღერების გაძლიერებას, დაუბრუნებთ მას ჯანსაღ იერს. ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული ნიღაბი კვებავს თმის ძირებს, შეგიჩერებთ ცვენას და თმას ჰმატებს მოცულობას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • ლუდი ½ ჩ. ჭ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • ბანანი ნახევარი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ნიღაბი უმარტივესი მოსამზადებელია. უბრალოდ მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და ნარევიც მზად არის გამოსაყენებლად.

მომზადებული მასა დაიტანეთ თავის კანზე და წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ. ნიღაბი გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და მაქსიმალური ეფექტის მისაღებად დაითბუნეთ პირსახოცით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 2 საათი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

მოცემული ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვილებებს მალევე იხილავთ.