ბადრიჯანი და პომიდორი ყველით. პიკანტური გემოებით გაჯერებული ეს მარტივი კერძი მართლაც საოცრებაა

შემოგთავაზებთ გემრიელი კერძის რეცეპტს. სასიამოვნო არომატის კომბინაციას იღებთ ბადრიჯნის, პამიდვრის, ნივრითა და მაიონეზით შეზავებული ყველის შერწყმით.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდები ინგრედიენტები:

  • 3 ცალი საშუალო ბადრიჯანი
  • 150-200 გრ ყველი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • პამიდორი
  • მაიონეზი და რეჰანი თქვენი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი დაჭერით მრგვალად, დაახლოებით 2,5 სმ სისქის ნაჭრებად.
  2. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ზეთში და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
  3. პამიდორი დაჭერით მრგვალ თხელ ნაჭრებად და დააწყვეთ ბადრიჯანზე.
  4. ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაამატეთ რამდენიმე კოვზი მაიონეზი და დაჭყლეტილი ნიორი.
  5. მზა მასა თანაბრად გაანაწილეთ პამიდვრის ნაჭრებზე. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი.
  6. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. როგორც კი ყველი ოქროსფრად დაიბრაწება კერძი მზად აარის. ფრთხილად გადმოიტანეთ ლანგარზე და სუფრასთან მიიტანეთ ცხელი.

გემრიელად მიირთვით!