ზაფხული უკვე კარს მოგვადგა. მალე დადგება მშვენიერი დრო, როცა დღე გრძელი იქნება, ამინდი კი შესანიშნავი და ქუჩიდან სახლში დაბრუნება არ მოგინდებათ. ყველაფერი ეს მშვენიერია, ერთი არა რომ არა…კოღოები. მომაბეზრებელ და მოზუზუნე კოღოებს ქუჩაში ყველაზე კომფორტული შეკრებაც კი შეუძლია გააფუჭოს. ამასთან, ისინი ბევრი უსიამოვნო დაავადების გადამტანი არიან.
მათ მოსაშორებლად საჭირო ზომები აუცილებლად უნდა მიიღოთ. დღეს კოღოების მოსაშორებლად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებაზე გიამბობთ. თქვენი ნაკვეთიდან კოღოები რომ მოიშოროთ, უბრალოდ სწორი მცენარე დარგეთ. მოდით ვნახოთ, თუ რომელ მცენარეებზეა საუბარი.
როგორ მოვიშოროთ კოღოები
1. კატაპიტნა
მცენარეს სასიამოვნო სურნელი აქვს, ამასთან კოღოების თავიდან მოსაშორებლად მთელ რიგს ნივთიერებას შეიცავს. გარდა ამისა, კატაპიტნა მედიცინაში აქტიურად გამოიყენება და უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია.
2. რეჰანი
აღსანიშნავია, რომ რეჰანის ყველა სახეობა კოღოებს აფრთხობს. განსაკუთრებით ეფექტურია პიტნა და მენთოლის რეჰანი. მათ სასიამოვნო პიტნის არომატი აქვთ, რომელიც კოღოებს საერთოდ არ მოსწონთ.
3. გულყვითელა
გულყვითელას ლამაზი ყვავილები თქვენს ნაკვეთს უდაოდ დაამშვენებს. მცენარე მოსავლელად უპრეტენზიოა. მისი სუნი ადამიანს მოსწონს, მაგრამ კოღოებს აფრთხობს.
4. როზმარინი
როზმარინის შესანიშნავი არომატის და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა იცის. მცენარე დიდი რაოდენობით ეთერზეთს შეიცავს, რომელიც თქვენს ნაკვეთს უსიამოვნო კოღოებიდან დაიცავს.
5. ციტრონელა
ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და სასარგებლო მცენარე აგარაკის ნაკვეთისთვის. ბალახს ძალიან სასიამოვნო ლიმონის გემო აქვს, რომელიც კოღოებს შესანიშნავად აფრთხობს.
6. ლავანდა
სურნელოვანი და ლამაზი ლავანდა თქვენს ნაკვეთს დაამშვენებს, თქვენ სასიამოვნო სუნით გაგახარებთ და სასიამოვნო ბონუსის სახით კოღოებს დააფრთხობს. ერთადერთი მინუსი – კოღოების ნაცვლად ფუტკრები მოფრინდებიან.
7. ლემონგრასი
მდიდრული და სურნელოვანი ბალახი არა მხოლოდ კოღოებს, არამედ ბევრ სხვა პარაზიტებს მოგაშორებთ. ნაკვეთსაც დაამშვენებს.
8. ევკალიპტი
მარადმწვანე ბუჩქი კოღოების საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტურია. სხვათა შორის, ევკალიპტის ეთერზეთი კოღობის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.
კოღოებთან საბრძოლველად ყველა საშუალება კარგია. ამ მშვენიერი მცენარეების დახმარებით ზაფხულის თბილი საღამოებით სიამოვნების მიღებას შეძლებთ და მომაბეზრებელ მწერებზე არ ინერვიულებთ. აგარაკისთვის უბრალოდ საუკეთესო მცენარეეებია!