როდესაც ყაბზობა, მეტოერიზმი ან გაბერილი მუცელი მაწუხებს, ამ ნატურალურ სასმელებს ვსვამ

თუ მუცელი მუდამ გაბერილი გაქვთ, თუმცა ჭარბი წონა არ გაწუხებთ, მიუდექით პრობელმას გონივრულად. ხშირად მხოლოდ დიეტების დაცვა გამოსავალი არ არის.

სტატიაში შემოთავაზებული ნატურალური საშუალებები ნივთიერებათ ცვლის დაჩქარებისა და ნაწლავების ბოლომდე გაწმენდის ხარჯზე, გაგათავისუფლებთ ისეთი გავრცელებული პრობლემებისგან, როგორიცაა: ყაბზობა, მეტეორიზმი, საჭმლის მოუნელებლობა და ა.შ

მანგოს (ან გარგრის, ან ატმის, ან ბანანის), ვაშლისა და მსხლის  სმუზების დახმარებით შეძლებთ გათავისუფლდეთ ყაბზობისგან. მოცემული ხილი დააბლენდერეთ, დაამატეთ ფინჯანი წყალი ან გაციებული მწვანე ჩაი. რეკომენდებულია, ხილის კოქტეილი მიიღოთ ყოველ დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სმუზები და მოიგვარეთ ისეთი ნაწლავური პრობლემები, როგორიცაა: დიარეა, ყაბზობა, კოლიკები, მეტეორიზმი და ა.შ.

სტაფილოს სმუზები

ამ ბოსტნეულს აქვს მთელი რიგი სამკურნალო თვისებები. მას უდიდესი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის. ის საუკეთესო საშუალებაა დიარეისა და მეტეორიზის სამკურნალოდ. სტაფილოს სმუზებს კიდევ უფრო მეტ სარგებელს შეჰმატებთ და გააგემრიელებთ თუ დაამატებთ ვაშლს ან ატამს.

მსხლის სმუზები

კიდევ ერთი უძლიერესი საშუალება გაღიზიანებული ნაწლავის დასამშვიდებლად  და სამკურნალოდ. მსხალი საოცარი ხილია, გემრიელი, წვნიანი, რომელიც აჯერებს ორგანიზმს ფრუქტოზითა და პექტინით. შეგიძლიათ მოამზადოთ სმუზი ან კამპოტი, ან შეწვათ ღუმელში.

შავი სმუზები

კენკროვანი კულტურები აუმჯობესებს ნაწლვისა და საშარდე გზების სისტემათა ფუნქციონირებას.

მოცვი ხელს უშლის ჰელიკობაქტერია პილორის კუჭის კედლებზე მიმაგრებას. მოცვი საოცრად ეფექტური საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ მავნე ბაქტერიის წინააღმდეგ.

დაამატეთ თქვენს სმუზებს უამრავი ვიტამინითა და სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული, გაყინული ან ახალი კენკროვნები და მიიღეთ რეგულარულად.

ცერეცოს ჩაი

ცერეცო საჭმლის მომნელებელი სისტემის საუკეთესო მასტიმულირებელი საშუალებაა, რომელიც გაგათავისუფლებთ მეტეორიზმისგან, შებერილი მუცლისგან. ცერეცოს თესლისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ჩაი. ნახევარი ჩაის კოვზი ცერეცოს თესლისა და იგივე რაოდენობის მწვანე ჩაის ნარევს დაასხით დაახლოებით 200 მლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, გადაწურეთ და სურვილისამებრ დაატკბეთ თაფლით.

პიტნის ჩაი

პიტნის ჩაი ბუნებრივი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია მუცლის სპაზმების მოხსნა. მიიღეთ გამხმარი ან ახალი პიტნის ჩაი.

აუცილებელია დღის განმავლობაში მიიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი, რადგან კარგი დატენიანება გაგათავისუფლებთ ნაწლავის პრობლემებისგან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!