უგემრიელესი კექსი ფქვილისა და ცხიმის გარეშე. გამოდის ძალიან ნაზი, არომატული და დაბალკალორიული

ყველაფერი რაც გემრიელია, საზიანოა, რადგან შედეგად არასასურველი კილოგრამები მოჰყვება. ძნელია თქვა უარი ტკბილეულზე: ნამცხვრებზე, შოკოლადზე, კანფეტებზე, ნაყინზე.

შემოგთავაზებთ უგემრიელესი ნამცხვირის, ,,მალიუტკას“  რეცეპტს, რომლის მოსამზადებლადაც არ იყენებთ ფქვილსა და ცხიმს, შესაბამისად, ის საკმაოდ დაბალკალორიულია.

კექსი უმარტივესი მოსამზადებელია, ამავე დროს დაბალკალორიული (100 გრ შეიცავს 240 კალორიას). მოამზადეთ ,,მალიუტკა“ და დაიკელით წონაში გემრიელად.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • თაფლი 50 გრ (თუ ძალიან სქელია, გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე)
  • ბრინჯის ფქვილი 150 გრ
  • უცხიმო ხაჭო 150 გრ
  • უცხიმო რძის ფხვნილი ან ჩვილის ,,მალიუტკა“ 100 გრ (ნამცხვრის სახელიც, სწორედ, აქედან მომდინარეობს)
  • სოდა ½ ჩ. კ. (ლიმონის წვენი არ დაამატოთ)

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • სიმინდის სახამებელი 10 გრ
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • რძე 2,5%-იანი 150 მლ
  • თაფლი ან შაქრისშემცვლელი (შეგიძლიათ კრემი არც დაატკბოთ და რა თქმა უნდა თუ კექსის სიტკბო დაგაკმაყოფილებთ)
  • 100 გრ შეიცავს 94 კკ

ცომის მომზადების წესი:

კვერცხი და თაფლი დააბლენდერეთ, დაამატეთ ხაჭო და რძის ფხვნილი, დაამატეთ ბრინჯის ფქვილი (ყავის საფქვავში დაფქვით ბრინჯი) და მომზადებული მასა 10 წუთით დაასვენეთ.

საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, თანაბრად გაანაწილეთ ცომი და 25-30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ღუმელი გამორთეთ, მაგრამ ნამცხვარი არ გამოიღოთ.

კრემის მომზადების წესი:

სახამებელი, კვერცხის გული და რძე ათქვიფეთ მიქსერით, დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება. დაელოდეთ გაგრილებას.

გაგრილებული კექსი ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან. შემდეგ გაყავით ორ ფენად. ფენები შეაერთეთ კრემით. კექსი ზემოდანაც დაფარეთ კრემით.

უგემრიელესი ,,მალიუტკაც“ მზად არის. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!