როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურახი სახლში, რომელიც ბავშვობას გაგახსენებთ

სტატიაში შემოგთავზებთ საშინაო პირობებში მომზადებული ბურახის რეცეპტს, რომელიც გემოთი ძალიან ჰგავს კასრის ბურახს. მოამზადეთ ის და გაიხსენეთ ბავშვობა. ხმაურიანი ქუჩები, დიდი კასრები წარწერით ,,ცივი ბურახი“ და ცივი სითხით დაცვარული ჭიქები.

მოცემული რეცეპტის მიხედვით, გამაგრილებელ სასმელს მოამზადებთ ძალიან მარტივად.

ბურახის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 5 ლ
  • ციკორის ფხვნილი (ვარდკაჭკაჭა) 1,5-2 ს. კ.
  • შაქრის ფხვნილი 650-700 გრ
  • ლიმონმჟავა 1-1,5 ჩ. კ.
  • მშრალი საფუარი 5 გრ

მომზადების წესი:

აიღეთ დიდი ემალის ქვაბი (6-7 ლ). ჩაასხით წყალი, დაამატეთ ლიმონმჟავა, ციკორი, შაქარი კარგად მოურიეთ და აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, დაელოდეთ გაგრილებას და თბილს დაამატეთ საფუარი. გასაფუებლად დადგით თბილ ადგილას და გააჩერეთ 4 საათი. ზედაპირზე უნდა წარმოიქმნას ქაფი.

ბურახი გადაიტანეთ მინის ბოთლებში და შედეთ მაცივარში. ცივი ბურახი გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!