დისახლისების საყვარელი პროდუქტია ჟელატინი და მისი გამოყენებით ათასგვარ ნუგბარს ამზადებენ, მაგრამ გარდა კულინარიული შესაძლებლობებისა, ჟელატინს უამრავი სარგებლობის მოტანა შეუძლია კოსმეტიკური ხაზითაც.
ჟელატინის გამოყენებით მოამზადეთ უძლიერესი საშინაო საშუალება, რომელიც 30 წლის ზემოთ ქალბატონებისთვის საოცრად ეფექტური საშუალებაა.
საშინაო პირობებში მომზადებული ჟელატინის ნიღაბი შენთვის სახის მოვლის ყველაზე საუკეთესო საშუალება გახდება.
შედეგს პირველი გამოყენებისთანავე შეამჩნევთ.
ჟელატინიანი სახის ნიღაბი
კიტრითა და ჟელატინით გაჯერებული საშინაო პირობებში მომზადებული ნიღაბი პირველი გამოყენებისთანავე აუმჯობესებს სახის კანის ფერს. ეს ჯადოსნური ნიღაბი ატონიზირებს.
საჭირო იგრედიენტები:
- ჟელატინი 1 ჩ. კ.
- კიტრი 1 ცალი
- გვირილის ნაყენი 2 ჩ. კ.
- მწვანე ჩაის ნაყენი 2 ჩ. კ.
- ალოეს წვენი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- გახეხეთ კიტრი, გაწურეთ მარლის საშუალებით.
- ჟელატინს დაასხით გვირილის ნაყენი, შემდეგ მწვანე ჩაის ნაყენი.
- ნარევი გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე .
- როცა ჟელატინი გაცივდება, დაამატეთ კიტრისა და ალოეს წვენი და კარგად აურიეთ.
- ნაოჭების საწინააღმდეგო, კანის მატონირიზებლი ნიღაბი ფრთხილად შეიზილეთ სახეზე და დააყოვნეთ 30-40 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი მალამო.