შემოგთავაზებთ აბუსალათინის ზეთისა და სოდის ბაზაზე მომზადებული მარტივი ნაზავის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ქუსლების კანის დარბილებას, დატენიანებას. ქუსლებზე კანი გაგიხდებათ გლუვი, ნახეთქებისა და კოჟრების გარეშე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოცემული საშუალების შემადგენლობაში შედის საკვები სოდა. ანტისეპტიკური თვისებების წყალობით სოდა კურნავს ფეხის ინფექციებს. არბილებს რა წყალს, სოდა კანისთვის იდეალურ გარემოს ქმნის და კურნავს პრაქტიკულად კანის ყველა პრობლემას.
საკვები სოდა საკმაოდ ბიუჯეტურია, ამიტომ მისი გამოყენება შეგიძლიათ რეგულარულად. სოდის საშუალებით შეძლებთ გაუხეშებული კანის დარბილებას, მოიშორებთ ნახეთქებს და ხელს შეუშლით სოკოვანი ინფექციის გავრცელებას.
აბუსალათინის ზეთი კანის დასარბილებლად საუკეთესო საშუალებაა, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და აგარიდებთ სოკოვანი ინფექციების გავრცელებას.
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- აბუსალათინის ზეთი 100 მლ
- E ვიტამინი 10 მლ
- A ვიტამინი 10 მლ
აბაზანისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საკვები სოდა 3 ს. კ. + ზღვის მარილი 1 ს. კ. ან სუფრის მარილი
- თბილი წყალი 4 ლ
სამკურნალო ნაზავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მუქი ფერის მინის ქილა. ქილაში ჩაასხით აბუსალათინის ზეთი, დაამატეთ მოცემული ვიტამინები და აურიეთ. ნაზავი აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. ქილა დადეთ მაცივრის ქვედა თაროზე.
გამოყენების წესი:
- ფეხები დაიბანეთ საპნით, გაიმშრალეთ და წაისვით მომზადებული ნაზავი. შემდეგ ამოიცვით პოლიეთილენის პარკი. პარკზე ამოიცვით წინდები. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი.
- თასში ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ საკვები სოდა, მარილი და აურიეთ. ფეხები 15-20 წუთით ჩაყავით მომზადებულ აბაზანაში. შემდეგ ქუსლები გაიხეხეთ პემზით, გადაივლეთ თბილი წყალი და ფეხები კარგად გაიმშრალეთ. წაისვით ცოტა მკვებავი კრემი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ან აბუსალათინის ზეთი და ამოიცვით ბამბის წინდები. რეკომენდებულია პროცედურა ჩაიტაროთ ძილის წინ.
სასურველ შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ მიიღებთ. მოცემული მეთოდით მკურნალობა ერთი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ ყოველდღიურად, ხოლო შემდეგ_კვირაში ერთხელ.