შემოთავაზებული სასმელი აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული. ეს მსუბუქი და მსუყე სმუზი ძალიან სასარგებლოა. იგი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ კანს, თმასა და ფრჩხილებს.
თუ გსურთ წონაში დაკლება, სასმელი მწვანე ჩაის ბაზაზე მოამზადეთ და დაატკბეთ რამდენიმე ფოთოლი სტევიათი ან 1 ჩ. კ. თაფლით.
იმისათვის, რომ სასმელი კიდევ უფრო გააგემრიელოთ, დაამატეთ მცენარეული რძე, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებშიც მოამზადოთ.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ან ახალი კენკრა და ხილი. სწორედ კენკროვნები ამდიდრებს წვენს ანტიოქსიდანტებით, მინერალებით, კალიუმით, C ვიტამინით.
იმისთვის, რომ წითელი სმუზი კიდევ უფრო ეფექტური გახდეს, შეგიძლიათ დაამატოთ ჩიას თესლი, რომელიც სუპერ პროდუქტად ითვლება. ჩია ბოჭკოების, ანტიოქსიდანტების, კალციუმის, ცილებისა და ცხიმოვანი მჟავების ბუნებრივი წყაროა.
სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მცენარეული რძე ან მწვანე ჩაი, ან წყალი ½ ჩ. ჭ.
- სტევია (ტკბილი მცენარე) რამდენიმე ფოთოლი ან თაფლი 1 ჩ. კ.
- გაყინული ან ახალი, წითელი ან შავი კენკროვნები (მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, მოცვი, თუთა, მოცხარი) 1 ჩ. ჭ.
- ბანანი ნახევარი
- ჩია 1 ს. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. სასარგებლო სმუზი მიიღეთ მოზედებისთანავე, უზმოზე. მიიღეთ ის ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში, შემდეგ კი აიღეთ მინიმუმ 1 კვირიანი შესვენება.
ეს ნატურალური სმუზი მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს მისი პრაქტიკულად ყველა სისტემის ნორმალური მუშაობისათვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით, გაგიძლიერებთ თმასა და ფრჩხილებს, გაგიუმჯობესებთ კანის მდგომარეობას და დაგეხმარებათ, თქვენს რეალურ ასაკთან შედარებით გამოიყურებოდეთ რამდენიმე წლით უფრო ახალგაზრდად.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ წითელი სმუზი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.