ჩვენი უმრავლესობა შემდეგ არდადეგებზე ფიქრს სამსახურში დაბრუნების პირველივე დღიდანვე იწყებს და ეს ნორმალურია. მუშაობა ხშირად დამსტრესავია, რასაც ქვეცნობიერად ვებრძვით გამუდმებით. თუმცა, არსებობს ფიზიკური ნიშნებიც, რომლების დანახვაც იმაზე მიგანიშნებთ, რომ მართლაც სერიოზულად გჭირდებათ სამსახურისგან დასვენება.
თავის ტკივილი
თქვენმა ორგანიზმა შეიძლება თავის ტკივილით მიგანიშნოთ ის, რომ მას დასვენება სჭირდება. ზედმეტად ბევრი მუშაობა ხშირად პირველ რიგში საშუალო დონის თავის ტკივილის წარმოქმნას იწვევს, რაც შემდეგ კისრისა და თვალების ტკივილშიც გადადის. მაღალი სტრესის დონემ შესაძლოა შაკიკიც კი გამოიწვიოს.
მონელების პრობლემები
როდესაც ტვინი დიდი ხნის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობს, ამისგან შექმნილ ზეწოლას პირველ რიგში მომნელებელი სისტემა განიცდის. ასეთი პრობლემის პირველი სინდრომებია დიარეა და მუცლის წერტილოვანი ტკივილები.
ხშირი გაციება
სტრესი გულის ცემის რიტმს აჩქარებს, რაც სისხლის მიმოქცევის აჩქარებასაც იწვევს. ეს და სისხლის გაზრდილი წნევა შესაძლოა იმუნური სისტემის პრობლემების გამომწვევი გამოდგეს, რაც ხშირი გაციების სიმპტომით გამოიჩენს თავს.
არასტაბილური სხეულის წონა
ძლიერი სტრესი წონის სწრაფ მატებას იწვევს. ეს სისხლში კორტისოლის ჰორმონის რაოდენობის გაზრდითაა გამოწვეული, რადგან აღნიშნული ნივთიერება შიმშილის გრძნობას იწვევს. თქვენს მენიუში მარტივი ნახშირწყლების დაგროვებაც ასევე წონაში მატებას იწვევს.
მუცლის ტკივილი
სტრესი თქვენი მუცლის სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, რამაც შესაძლოა მუცლის ტკივილი და გულისრევა გამოიწვიოს. შესაბამისად სტრესი და ზედმეტად გადაღლა სწორედ ასეთი სიმპტომებით შეიძლება იჩენდეს თავს.
დაღლილობა
თუკი წამოწოლის შემდეგ ადგომა ძალიან გიძნელდებათ და ყოველთვის გიძნელდებათ ჩაძინების სურვილთან გამკლავება, მაშინ გამუდმებული დაღლილობის სიმპტომებს უნდა უფრთხილდეთ. ეს მუშაობისგან ზედმეტად დასტრესვის მანიშნებელია.
მკერდის ტკივილები
მკერდის ტკივილები ყველაზე ხშირად სტრესითაა გამოწვეული და არანაირი კავშირი არ აქვს გულის პრობლემებთან, რადგან ეს რეალურად ნერვული პრობლემაა. თუკი ამ პრობლემას ხშირად განიცდით, მაშინ აუცილებლად გჭირდებათ უფრო მეტი დასვენება. თუმცა ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ სტრესს ასევე შეუძლია გულის უკმარისობის გამოწვევაც.
შემცირებული სექსუალური აქტივობა
ტვინი სექსუალური აქტივობისთვის საჭირო ქიმიკატების წარმოებას იმ დონეზე წყვეტს, რომ ადამიანს მსგავსი აქტების სურვილი მთლიანად ეკარგება. თუკი თქვენ და თქვენი პარტნიორი ამ პრობლემას განიცდით, მაშინ უნდა გახსოვდეთ, რომ კარგად დასვენება და განტვირთვა ამ უსიამოვნებას დაგავიწყებთ.