მარტივი პროცედურები, რომელთა დახმარებით ფრჩხილის სოკოს უკან დაახევინებთ

0
2457

სტატიაში შემოგთავაზებთ ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო უმარტივეს და ეფექტურ ბუნებრივ საშინაო საშუალებებს.

მარტივი პროცედურების დახმარებით მინიმალურ დროში მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ.

როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს სახლის პირობებში?

ლიმონი ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ

ლიმონის თხელი ნაჭერი დაიფინეთ დაზიანებულ ფრჩხილზე და ეფექტური შედეგის მისაღებად დილამდე დაიტოვეთ. დილით კი დაიბანეთ და გაიშრეთ. პროცედურები ჩაიტარეთ  დღეგამოშვებით, სანამ პრობლემა ბოლომდე არ აღმოიფხვრება.

ორეგანოს ზეთი

აურიეთ 3-4 წვეთი ორეგანოს ეთერზეთი და სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ნაზავი სამი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად დაიტანეთ ფრჩხილებზე.

ჩაის ხის ზეთი

რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთისა და სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთის ნაზავი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიზილეთ დაზიანებულ ფრჩხილზე. პროცედურები ჩაიტარეთ 20-30 დღის განმავლობაში.

ვაშლის ძმარი

5 წვეთი ლავანდის ეთრზეთისა და ფინჯანი ვაშლის ძმრის ნარევი ჩაასხით წყლიან დიდ თასში და ჩაყავით ფეხები. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ 2 კვირის განმავლობაში.

წყალბადის ზეჟანგი

ბამბაზე ან ბინტზე დაიტანეთ ცოტა წყალბადის ზეჟანგი და 30 წუთით დაიფინეთ დაზიანებულ ფრჩხილზე. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ სამი კვირის განმავლობაში ყოველ დღე. დაიმახსოვრეთ, პროცედურის ბოლოს ფეხები კარგად შეიმშრალეთ.

ნიორი ლიმონით და იოდით

დაჭყლიტეთ 2-3 კბილი ნიორი, დაამატეთ ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 10 წვეთი იოდი და კარგად აურიეთ. დააყოვნეთ ერთი კვირა. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნაყენი თხელ ფენად შეიზილეთ მხოლოდ დაზიანებულ ფრჩხილზე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2 კვირა.

ქოქოსის ზეთი

საშუალო ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავები მოქმედებენ როგორც ბუნებრივი ფუნგიციდები. ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ქოქოსის ზეთის შემადგენლობაშია, აღწევს სოკოვანი გარსის ლიპიდურ (ცხიმოვან) შრეში და არღვევს მას. შედეგად კი, ეს იწვევს სოკოს გახრწნას და მის საბოლოოდ განადგურებას.

ზეთით მკურნალობა ჩაიტარეთ დღეში 2-3-ჯერ, სანამ სოკო მთლიანად არ აღმოიფხვრება.

აბზინდა

მუჭა აბზინდა მოათავსეთ ფინჯანში და დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ და დადგით გასაციებლად. დღეში 2-ჯერ მომზადებული ნაყენით დაიმუშავეთ დაავადებული ფეხები ან ფრჩხილები. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ 2-3 კვირის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.