კიტრის ნერგებს თავს ევლებით და გსურთ, უხვი მოსავალი სწრაფად მიიღოთ? სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი პროდუქტების ბაზაზე მომზადებული სასუქების რეცეპტებს. ნერგების მკვებავი საშუალებები უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
კიტრის ნერგების სასუქით გამოკვება უნა დაიწყოთ თესლის აღმოცენებისთანავე. დაიმახსოვრეთ, ნებისმიერი სასუქი მორწყვის შემდეგ უნდა გამოიყენოთ.
საფუვრის სასუქი
აიღეთ 3 ლიტრიანი ქილა, ჩაყარეთ 10 გრ მშრალი საფუარი, დაასხით 3 ლ წყალი, დაამატეთ 1 ს. კ. შაქარი. მომზადებული ნარევი გააჩერეთ დღე-ღამის განმავლობაში. საფუვრის სასუქი მზად არის და თითოეულ ნერგს დაასხით ნარევის 5 სუფრის კოვზი.
სამედიცინო იოდი
იოდის ხსნარი არა მხოლოდ სასუქია, არამედ თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. მისი გამოყენება შეგიძლიათ მცენარის ზრდის ყველა ეტაპზე. საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 4 წვეთი იოდი და 1 ლ წყალი. თითოეულ ნერგს დაასხით მომზადებული ნარევის 3 სუფრის კოვზი.
ნაცარი როგორც სასუქი
კალიუმითა და ფოსფორით მდიდარი ხის ნაცარი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სასუქი.
როგორ მოვამზადოთ ნაცრის სასუქი?
1 ჩ. ჭ. ნაცრისა და 3 ლ ადუღებული წყლის ნარევი დააყოვნეთ 1 დღე-ღამე. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ სრული მორწყვისთვის (ანუ სასუქის მოხმარებამდე მორწყვას არ საჭიროებს).
გაითვალისწინეთ, კიტრის ზრდასრულ ბუჩქებსაც ძალიან უხდება ნაცრის სასუქი.
ხახვის ქერქი
ხახვის ქერქს (დაგჭირდებათ 5 თავი ხახვი) დაასხით 1 ლ წყალი და დააყოვნეთ 3 დღე-ღამე. მომზადებული სასუქის გამოყენებამდე ნერგების მორწყვა არ დაგავიწყდეთ.
შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი შემოთავაზებული საშუალება ან მონაცვლეობით გამოიყენოთ. ყველა შემთხვევაში კიტრის ნერგები გაძლიერდება და უხვი და ადრეული მოსავლით დაგაჯილდოებთ.