ნაზი კრემის რეცეპტი, რომელიც ნებისმიერ ნამცხვარსა და ტორტს კიდევ უფრო გემრიელს გახდის

შემოგთავაზებთ უგემრიელესი კრემის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

უნაზესი და ჰაეროვანი კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 400 მლ რძე
  • 3 ცალი კვერცხის გული
  • 400 მლ არაჟანი (35%-იანი ცხიმიანობის)
  • 80 გრ შაქარი
  • 100 მლ შესქელებული რძე
  • 5 ს. კ. ფქვილი ან სახამებელი
  • 100 გრ კარაქი
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე, არაჟანი, შესქელებული რძე აურიეთ და ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი.
  2. ქვაბიდან ამოიღეთ რძიანი თბილი მასა, დაასხით ფქვილს ან სახამებელს და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხისა და შაქრის ნარევს და აურეით ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  3. როდესაც რძიანი ნარევი ადუღებდა, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ კვერცხიანი მასა.
  4. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ სანამ მასა არ გასქელდება. ადუღეთ 2-3 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან და შეაზავეთ ვანილით.
  5. გაგრილებულ კრემს მიქსერით შეათქვიფეთ  დარბილებული კარაქი.
  6. თუ თქვენ ყავის კრემი გსურთ, მაშინ მომზადების პროცესში  დაამატეთ 2 ჩ. კ. ხსნადი მასა.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ ცოტა კონიაკი გამოიყენოთ და თქვენ მიერ მომზადებულ გემრიელობას საოცარი არომატი შეჰმატოთ.