წებოვანი, ცხარე ბადრიჯანი კლასიკური რეცეპტით

0
963

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჩემ ქმარს ბადრიჯნის ატანა არ ჰქონდა. ამბობდა, რომ ასეთის ჭამა შეუძლებელია. თავად მე, ეს სურნელოვანი ბოსტნეული მიყვარს და ყოველდღე ვამზადებ. ერთხელ ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტე და ცხარე ბადრიჯანი მოვამზადე. ქმარი სუნს გამოყვა და მისი გასინჯა გადაწყვიტა.

მეუღლემ სიამოვნებით შეჭამა და დამატებაც მომთხოვა. როცა ვუთხარი, რომ ეს ბადრიჯანი იყო, მიპასუხა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ გემო ამდენად კარგი იქნება. იმ დროიდან ცხარე ბადრიჯნის წასახემსებლის მომზადებას მთხოვს და დღეს სწორედ ამ რეცეპტს გთავაზობთ.

ცხარე ბადრიჯანი

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ბადრიჯანი
  • 1 ლ წყალი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ სოიოს სოუსი
  • 40 გრ ვაშლის ძმარი
  • 10 გრ შაქარი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ სახამებელი
  • 0,25 ჩ/კ წითელი, ცხარე წიწაკა

მომზადება:

1. პირველ რიგში, ბოსტნეული მოვამზადოთ. ბადრიჯანი გარეცხეთ და წვერები მოაჭერით. ბადრიჯანი 5-7 სმ სიგრძის პატარა, მართკუთხა ნაჭრებად დაჭერით. თუმცა შეგიძლიათ რგოლებად დაჭრათ, როგორც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება.

2. თასში წყალი ჩაასხით და მარილი გახსენით. ამ მარილწყალში ბადრიჯანი მოათავსეთ და 20-30 წუთით გააჩერეთ. ამ დროში მარილით და ტენით კარგად გაიჟღინთება. თუ ასე ჩაალბობთ, უფრო ნაკლებ ზეთს შეიწოვს.

3. ახლა სოუსი მოამზადეთ. ამისთვის თასში ძმარი და სოიოს სოუსი აურიეთ. აქვე შაქარი, სახამებელი და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ. უფრო მეტი არომატისთვის ცოტა გახეხილი კოჭა დაუმატეთ. ბოლოს წიწაკა დაუმატეთ. შეგიძლიათ სოუსი „ტაბასკოთი“ ჩაანაცვლოთ.

4. მარილწყალი გადაასხით და ბადრიჯანი ცხიმწასმულ, გახურებულ ტაფაზე ერთ ფენად დააწყვეთ. ბადრიჯანი შეწვით, სანამ არ გაწითლდება. შემდეგ სოუსი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და კიდევ რამდენიმე წუთით შეწვით, სანამ ტენი სრულად არ აორთქლდება. ცოტა გაგრილება აცადეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

ცხარე ბადრიჯნის რეცეპტი საკმაოდ მარტივია, სამაგიეროდ შედეგი გაგაოცებთ. ორ დათვლაში სუფრაზე ცხელი, არომატული წასახემსებელი გექნებათ, რომლის დანახვისას ცდუნებას ვერავინ გაუძლებს. ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეებიც კი ორივე ლოყას ბადრიჯნით გაივსებენ. სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here