საშინაო მალამოები მიმიკური ნაოჭების წინააღმდეგ. კანი ნაზი და გლუვი დარჩება, თუ მათ გამოიყენებთ

სტატიაში შემოგთავაზებთ ბიუჯეტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ საოცრად ეფექტური მალამოების რეცეპტებს.

საშინაო პირობებში მომზადებული მალამოები ამშვიდებს თვალების გარშემო კანს, ამცირებს შეშუპებას, აღიავებს მუქ წრეებს და აფერხებს ამ პრობლემურ ადგილებში ნაოჭების წარმოქმნას.

იხილეთ რამდენიმე ხელნაკეთი მალამოს რეცეპტი, აირჩიეთ სასურველი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.

ქოქოსისა და E ვიტამინის მალამო

ქოქოსის ზეთი კურნავს კანს, ხოლო E ვიტამინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი 2 ს. კ.
  • E ვიტამინი 3 კაფსულა

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და სიგრილეში შეინახეთ.

მაწვნისა და მწვანე ჩაის მალამო

მალამო ამცირებს შეშუპებას და მუქ წრეებს. მწვანე ჩაის ანტიოქსიდანტური ეფექტი სასარგებლოა თვალის კონტურის აღსადგენად, ასევე შეშუპების შესამცირებლად. მაწონს გამაღიავებელი ეფექტი აქვს, ამიტომ მუქი წრეების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • მწვანე ჩაი 3 (ერთჯერადი) პაკეტი
  • ცხელი წყალი მეოთხედი ჩ. ჭ.
  • მაწონი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

მწვანე ჩაის პაკეტებს დაასხით ცხელი წყალი, 5 წუთი დააყოვნეთ და შემდეგ პაკეტებიდან გამოწურეთ ჩაი. აიღეთ მომზადებული ნაყენის 3 ჩაის კოვზი, დაამატეთ მაწონი და კარგად აურიეთ. მალამო შეინახეთ მაცივარში.

ალოესა და კიტრის მალამო

კიტრი გამოიყენება თვალების გარშემო კანის გასაღიავებლად და გასაძლიერებლად, ხოლო ალოე ვერა აღადგენს კანს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კიტრი 1 ცალი
  • ალოეს ფოთოლი

მომზადების წესი:

კიტრი გათალეთ და თესლისგან გაასუფთავეთ, დაამატეთ ალოეს წვენი და დააბლენდერეთ. მომზადებული მასა შეინახეთ მაცივარში.

კარტოფილისა და ვაზელინის მალამო

შემოთავაზებული საშუალება ერთ-ერთი საუკეთესოა  თვალების გარშემო შეშუპების შესამცირებლად.

საჭირო ინგრედიენტები:

  • გახეხილი კარტოფილი 1 ს. კ.
  • ვაზელინი ნახევარი ს. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მოზამდებული მალამო 1 საათით შეინახეთ მაცივარში.

ზეითუნის ზეთისა და კაკაოს კარქის მალამო

მალამო გამოიყენება თვალების გარშემო კანის დასატენიანებლად.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კაკაოს კარაქი 2 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

2 ს. კ. კაკაოს კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.

ეფექტური შედეგის მისაღებად მალამო შეიზილეთ თითების ბალიშების მსუბუქი დარტყმითი მოძრაობებით.

აირჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი ნებისმიერი მალამო. ყველა ეფექტურია, ბუნებრივი და თითოეული თქვენი სილამაზის დამცველია.