სხეულის სხვადასხვა მიდამოებში გაჩენილ ლაქებს ეს საშინაო რეცეპტები მარტივად გაუმკლავდება

ახლოვდება ზაფხულის ცხელი დღეები, ღია და მსუბუქი სამოსის ჩაცმის დრო, მაგრამ ქიმიკატებით დატვირთული კომერციული დეოდარანტებისა და ანტიპერსპირანტების რეგულარულად გამოყენება დროთა განმავლობაში იღლიის კანს უცვლის ფერს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე უმარტივესი საშუალების რეცეპტს, რომელთა  დახმარებითაც შეძლებთ იღლიის არეში კანის გაღიავებას, პიგმენტური ლაქებისა და უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას.

1. ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი კლავს ბაქტერიებს, რომლებიც შეიძლება იღლიის კანის გამუქებისა და უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი იყოს.

მოცემული საშუალების გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი. ბამბის ფირფიტას დაასხით ცოტა ვაშლის ძმრი და წაისვით პატარა ადგილზე. შეამოწმეთ, ხომ არ გაგიღიზიანათ ვაშლის ძმარმა კანი. თუ რეაქცია გამოიწვია, მაშინ ვაშლის ძმარი გააზავეთ წყლით (ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით) და მომზადებული ნარევით გაიწმინდეთ იღლიები.

2. ლიმონის წვენი

ლიმონის წვენს აქვს მათეთრებელი თვისებები. ძილის წინ იღლიების კანზე წაისვით ლიმონის წვენი. ამ საოცარი ციტრუსის წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც  სადეზინფექციო საშუალება. მისი წყალობით შეძლებთ კანის მიკრობებისგან გაწმენდას, უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას. დილით ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ლიმონი და შაქარი

იღლიის არეში დარღვეული პიგმენტაციის აღმოსაფხვრელი ხელნაკეთი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • შაქარი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ იღლიის არეში კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი.

4. ქოქოსის ზეთი

E ვიტამინით მდიდარი ქოქოსის ზეთი უნივერსალური  დამატენიანებელი და სადეზინფექციო საშუალებაა.   რეგულარულად შეიზილეთ იღლიის არეში ქოქოსი ზეთი. ამ გზით შეძლებთ კანის გაღიავებასა და უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას.

5. თაფლი, შვრია და ლიმონი

ამ სამი ინგრედიენტის საშუალებით შეძლებთ ხელნაკეთი მათეთრებელი საშუალების მომზადებას. 1 ჩ. კ. თაფლის, 1 ჩ. კ. ლიმონის წვენისა და 2 ს. კ. დაფქული შვრიის ნარევი მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ იღლიის გამუქებულ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ ეფექტური, ბიუჯეტური საშუალებები და უმარტივესი გზით მოიგვარეთ ეს ფრიად უსიამოვნო პრობლემა.