მალამო საუთარი ხელით, რომელიც ებრძვის ნაოჭების გაღრმავებასა და ასაკობრივ ლაქებს

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები აწყდებიან მრავალ პრობლემას, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო  ასაკობრივი ნაოჭები და პიგმენტური ლაქებია.

ნაოჭები არასასურველი ხაზებია სახის კანზე. მათგან თავის დაღწევა ქალბატონის მთავარი საზრუნავია.

კოსმეტიკურ საშუალებათა უმრავლესობა ნაკლებად ეფექტურია, ახასიათებს გვერდითი მოვლენებიც. ბრენდული ნაწარმი ძვირია და მათი გამოყენება ყველას არ ხელეწიფება.

საბედნიეროდ, შეგიძლით გამოიყენეოთ ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც გარდა იმისა, რომ უსაფრთხოა, საოცრად ეფექტურია და არ ჩამოუვარდება ძვირადღურებულ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს.

შემოგთავაზებთ ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების  საწინააღმდეგო ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს. ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული საშუალება უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • დაფქვილი მუსკატის კაკალის (ჯავზი) 1 ჩ. კ.
  • დარიჩინი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ თასში და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწრ გაწმენდილ სახის კანზე და თანაბრად გაანაწილეთ. დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბის გამოყენებისას მოერიდეთ თვალებისა და პირის გარშემო ადგილებს. შეიძლება ოდნავ ჩხვლეტის შეგრძნებაც გქონდეთ.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.