ვიტამინებით მდიდარი ხახვი ერთ-ერთი ჯანსაღი საკვებია, რომელსაც მრავალი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი ეფექტურად მოქმედებს კანზე. ხახვს შეუძლია კანის უჯრედების რეგენერაცია და კოლაგენის გამომუშავების გააქტიურება, ნაწიბურებისა და ნაოჭების შემცირება.
კანის პრობლემების აღმოსაფხვრელად საუკეთესო საშუალებაა ხახვის კომპრესები. გატარებული ხახვი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ კანზე და თხელ ფენად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, ხახვის კომპრესი გაიკეთეთ დღეში ერთხელ.
ნაწიბურების შესამცირებლად გამოიყენეთ ხახვის კომპრესი ან ხახვისა და ნებიემიერი დამატენიანებელი მალამოს ნარევი.
თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, რეკომენდებულია, ჩაიტაროთ ტესტი. იდაყვის შიდა მხარეს კანზე წაისვით მომზადებული მასის მცირე ნაწილი და გაიჩერეთ 20 წუთი. დააკვერდით კანის რეაქციას. თუ კანი არ გაგიღიზიანდათ, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხახვის კომპრესები და ამ უმარტივესი ინგრედიენტის ბაზაზე მომზადებული ნიღბები.
შედეგის დასაჩქარებლად და გასაუმჯობესებლად, გამოიყენეთ ხახვი სხვადასხვა დანამატებთან ერთად.
სტატიაში შემოგთავაზებთ ხახვის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ხახვის პიურე 1 ს. კ.
- ზღვის ან ჰიმალაის მარილი 1 ჩ. კ.
- დაფქული შვრია 1 ს. კ.
- ზეითუნის ან ქოქოსის, ან სელის ზეთი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნარევი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
სასურველი შედეგის მისაღებად ხახვის ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ დღე. მისი საშუალებით შეძლებთ ნაოჭების, პიგმენტური ლაქებისა და ნაწიბურების მოშორებას, ანთებითი პროცესების აღმოფხვრას.