მეჭეჭები ეს არის უვნებელი წარმონაქმნები კანზე, რომლებიც საკმაოდ არაესთეტიკური შესახედაობისაა, ზოგჯერ მტკივნეულია და ძალიან გამაღიზიანებელი.
მეჭეჭები შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, მაგრამ ყველაზე ხშირად ამ უსიამოვნო წანრმონაქმნებით იფარება კისერი, მკერდი და ხელები.
როგორც წესი, ეს წამონაზარდები უფრო ხშირად გვხვდება დიაბეტით დაავადებულებსა და ჭარბი წონის მქონე ადამიანებში. გარდა ამისა, მეჭეჭებისა და ლაქების გაჩენას იწვევს გენეტიკაც.
შემოგთავაზებთ ეფექტურ საშინაო მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ კანზე არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაში.
ამ მეთოდის ძირითადი ინგრედიენტი ვაშლის ძმარია.
გამოყენების წესი:
- პირველ რიგში, დაგჭირდებათ ბამბის ტამპონი და ვაშლის ძმარი.
- ბამბის ტამპონი გააჯერეთ ვაშლის ძმრით, დაიტანეთ მეჭეჭებზე და დაიტოვეთ რამდენიმე წუთი.
- პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ 5 დღის განმავლობაში.
- ერთი კვირის შემდეგ მეჭეჭები გაგიქრებათ. თუ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ პროცედურები გააგრძელეთ მეჭეჭების სრულ გაქრობამდე.
შემოთავაზებული მეთოდის გამოყენება არ შეიძლება ქუთუთოებზე არსებული მეჭეჭების გასაქრობად.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ნუ გადაიხდით ზედმეტს და უმარტივესი მეთოდის საშუალებით გათავისუფლდით მეჭეჭებისგან.