ბისკვიტის გამოცხობა საკმაოდ რთული პროცედურაა და თითქოს მთელ რიტუალს ასრულებთ, რომ ჰაეროვანი და ფუმფულა ბისკვიტი გამოგივიდეთ.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ამ პროცესს გაგიმარტივებთ და დაუჯერებლად უმოკლეს დროში შეძლებთ ჰაეროვანი ბისკვიტის გამოცხობას. ცადეთ, მოამზადეთ და თვითონ დარწმუნდით.
ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვრცხი 3 ცალი
- შაქარი 100 გრ
- ფქვილი 100 გრ
გამოსაცხობად დაგჭირდებათ პატარა დიამეტრის საცხობი ფორმა.
მომზადების წესი:
- კვერცხი კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე, ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი და თქვეფა გააგრძელეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი და ფუმფულა მასა.
- ფქვილი გაცერით და ნელ-ნელა შეაზილეთ მომზადებულ მასას. კოვზი ამოძრავეთ ქვემოდან ზემოთ. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და ფრთხილად გადაიტანეთ ცომი.
- ბისკვიტი გამოაცხვეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. მზად იქნება 30 წუთში. პირველი 15 წუთი ღუმელი არ გამოაღოთ. ცხობიდან 20-25 წუთის შემდეგ ბისკვიტი ჩხირით შეამოწმეთ (დამწყებ დიასახლისებს შევახსენებთ, რომ თუ ბისკვიტი მზად არ არის ჩხირს ცომი ამოჰყვება).
ბისკვიტი ფორმიდან გაციების შემდეგ ამოიღეთ და გაყავით ორ ნაწილად. მომზადებული ბისკვიტის მორთვა კი თქვენი ფანტაზიისთვის მოგვინდია.