შებერილი მუცელი უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც უზარმაზარ დისკომფორტს გვიქმნის. ამ პრობლემისგან გასათავისუფლებლად და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, უნდა დაადგინოთ მიზეზი თუ რისგან არის იგი გამოწვეული.
მუცლის შებერვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჭარბად დაგროვილი აირები იწვევს. ეს უსიამოვნო პრობლემა მიზეზი ხდება შეშუპების, მეტეორიზმის, ქავილისა და ბოყინის. უმეტეს შემთხვევაში, მუცლის შებერილობით გამოწვეული პრობლემები რამდენიმე საათის შემდეგ გაქრება. მაგრამ თუ ამ პრობლემას ხშირად აწყდებით, მის მოგვარებას ბუნებრივი გზით შეეცადეთ, შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესის მარტივი ჩვევები.
ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომლებიც იწვევს მუცლის შებერილობას.
1. საკვები პროდუქტები
ზოგიერთი ძნელად მოსანელებელი პროდუქტი იწვევს აირების დაგროვებას, რაც შემდეგ უზარმაზარ დისკომფორტის მიზეზი ხდება.
ამ პროდუქტებს მიეკუთნება პარკოსნები, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომბოსტო და კიდევ სხვა.
შეეცადეთ, ეს პროდუქტები ზომიერად მოიხმაროთ.
2. წყლის არასაკმარისი მიღება
გაუწყლოება აუარესებს ორგანიზმის მუშაობას, აგრთვე იწვევს მუცლის შებერვას.
3. რძის ნაწარმი
ადამიანთა უმეტესობა ვერ ეგუება ლაქტოზას, ამიტომ რძის ნაწარმის გამოყენება შეიძლება მუცლის შებერილობის მიზეზი გახდეს.
4. ჭამთ ძალიან სწრაფად და ძალიან ბევრს
თუ ზედმეტს ჭამთ, თქვენი კუჭი იწყებს დაჭიმვას და გადიდებას, რაც იწვევს აირების დაგროვებას, რადგან მიღებულ საკვებს გადასამუშავებლად დიდი დრო სჭირდება. მუცლის არეში დისკომფორტი გექნებათ.
5. ჰაერის ყლაპვა
თუ თქვენ მოიხმართ გაზიან სასმელებს, ღეჭავთ საღეჭ რეზინს, გიყვართ მაგარი კარამელი, ეს იწვევს მუცლის ღრუში ჭარბი ჰაერის მოხვედრას, რასაც შედეგად მოჰყვება აირების დაგროვება.
6. ხელოვნური დამატკბობლების, აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება
ბევრმა მედიკამენტმა და ხელოვნურმა დამატკბობლებმა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი გვერდითი მოვლენები.
7. სტრესი
სტრესი ან შფოთვა სხეულში მრავალ ფიზიოლოგიურ ცვლილებას იწვევს და საჭმლის მონელების პროცესს ნაკლებად ეფექტურს ხდის.
ბუნებრივი გზით რომ ებრძოლოთ მუცლის შებერილობას, უნდა გაზარდოთ გარკვეული პროდუქტების მიღება.
ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების გამოყენებით შეამცირებთ კუჭის მოცულობას და ასევე აირიდებთ აირების დაგროვებას.
- მაწონი პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტია. ეს ბაქტერიების შტამია, რომლებიც არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
- შვრია ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან და მუცლის შებერილობისგან.
- ბანანი კალიუმით მდიდარი პროდუქტია, რომელიც მოცემული პრობლემისგან გასათავისუფლებლად საუკეთესო ვარიანტია.
- ლიმონიანი წყალი ებრძვის სითხის შეკავებას, ასუფთავებს სხეულს და ასევე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
- ვაშლის ძმარი გააზავეთ წყლით (1 ს. კ. ვაშლის ძმარი და 1 ჩ. ჭ. წყალი), მიიღეთ ჭამამდე და შეიმცირეთ ან თავიდან აიცილეთ მუცლის შებერილობა.
- ჯანჯაფილი პროდუქტი, რომელიც ათხელებს სისხლს და ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფურ ნაკადს.
- პაპაია გაჯერებულია მრავალი აქტიური ნივთიერებით, რომლებიც ებრძვიან მუცლის შებერილობას.
- ავოკადო შეიცავს საჭმლის მომნელებელ ფერმენტ ლიპაზას, რომელიც აგრეთვე აგარიდებთ გაზების წარმოქმნასა და მეტეორიზმს.
- საზამთრო ნატურალური შარდმდენი საშუალებაა, რომელიც კალიუმის ბუნებრივი წყაროა.
- სატაცური გაჯერებულია პრობიოტიკებით, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმის წვას წელის მიდამოში და ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ სითხეს.
- ანანასი შეიცავს ფერმენტს ბრომელაინს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, აგრეთვე ხელს უწყობს ცხიმების დაწვას.
- ბალახების ჩაი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
იხილეთ ყველაზე სასარგებლო სამკურნალო ბალახების ჩამონათვალი, რომელთა მარტივად გათავისუფლდებით მუცლის შებერილობისგან.
- ბაბუაწვერას ფესვები და ფოთლები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა.
- გვირილა კურნავს კუჭის სპაზმებს, წყლულებს, თავის ტკივილებს, გულისრევასა და მუცლის შებერილობას.
- ლიმონის ვერბანა ეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ხსნის კუჭისა და ნაწლავის სპაზმებს.
- პიტნა ამშვიდებს საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმებს, გაგათავისუფლებთ აირებისგან, მოგიხსნით დისკომფორტს და ხსნის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს.
- მელისა ამშვიდებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, გაგათავისუფლებთ ტკივილისგან და მუცლის შებერილობისგან.
- ცერეცოს თესლი გაგათავისუფლებთ მეტეორიზმისგან და მოგიხსნით კუჭის სპაზმებს.
მოცემული პრობლემებისგან თავის დასაღწევად საუკეთესოა გამოსავალია მუცელზე მასაჟის გაკეთება.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, თავი დააღწიეთ ისეთ უსიამოვნო პრობლემას როგორიც მეტეორიზმია და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.