მაღალი წნევა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ნებისმიერ ადამიანს უქმნის საფრთხეს. არტერიული წნევის დასარეგულირებლად უამრავი მედიკამენტი არსებობს. ქიმიური პრეპარატების გამოყენებამდე გირჩევთ, ბუნებრივი პროდუქტების დახმარებით შეძლოთ ამ პრობლემის მოგვარება.
შემოგთავაზებთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ არტერიული წნევის დარეგულირებას.
1. ნიხური
ნიახური სასრგებლო მწვანილია, რომლის მუდმივად გამოყენება ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას. ყოველდღიურად მიიღეთ 1-2 ღერი ნიახური ან 100 გრ ნიახურის ფესვი. გირჩევთ, დაამატოთ ნიახური სმუზებსა და ბოსტნეულის სალათებს.
2. კაიენის წიწაკა
წიწაკა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. დაამატეთ ცოტა კაიენის წიწაკა სალათებს, წვნიან კერძებსა და სასმელებს.
3. ბანანი
არტერიული წნევის დასარეგულირებლად საუკეთესო საშუალებაა კალიუმით მდიდარი ბანანი. რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთვით 2 ბანანი.
4. ლიმონი
ლიმონი წნევის დამწევი საოცრად ეფექტური საშუალებაა. უბრალოდ დაამატეთ ლიმონის წვენი ფინჯან თბილ წყალს და ნარევი მიიღეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. შედეგად შეიმცირებთ სისხლის წნევას, გაიწმენდთ ორგანიზმს და გაიჯერებთ უამრავი სასარგებლო ნივთიერებით, რომლებიც უხვად არის ლიმონის შემადგენლობაში.
5. ნიორი
გამოიყენეთ ყოველდღიურად ნიორი უმი სახით. აუცილებლად მიიღეთ დაჭყლეტილი, რათა მისი სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად შეითვისოს ორგანიზმმა. თუ ვერ ეგუებით ნივრის გემოს, გამოიყენეთ თაფლისა და ნივრის ნაზავი, აგრეთვე რეკომენდებულია სალათებსა და კერძებს დაამატოთ ნივრის ზეთი.
6. ქოქოსი
ქოქოსი არტერიული წნევის შესამცირებლად საუკეთესო პროდუქტია. თუ გაქვთ საშუალება, მოიხმარეთ ქოქოსი რეგულარულად და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
7. თაფლი
ნატურალური თაფლი დამამშვიდებელ გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე. რეკომენდებულია ყოველდღიურად, უზმოზე, მიიღოთ 2 ჩ. კ.თაფლი.
აგრეთვე შეგიძლიათ უზმოზე მიირთვათ 1 ჩ. კ. თაფლის, 1 ჩ. კ. ძირას თესლისა და 1 ჩ. კ. ლიმონის წვენის ნაზავი. ეს საშუალება ხელს შეუწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და შეეცადეთ, არტერიული წნევა დაირეგულიროთ ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!