ვანილის ბისკვიტი მდუღარე წყალზე. გამოგივათ იდეალური იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხობასთან ვერ მეგობრობთ

შემოგთავაზებთ რბილი, ფუმფულა და ჰაეროვანი ვანილის ბისკვიტის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია.

რეცეპტი განსხვავებულია, რადგან ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მდუღარე წყალი, გამაფხვიერებელი, რომელიც შეგიძლიათ სოდით ჩაანაცვლოთ. რეცეპტი მრავალჯერ გამოცდილია, რომლის მიხედვით ბისკვიტის მომზადება დამწყებ დიასახლისაც კი შეუძლია.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:  კვერცხი 4 ცალი, მდუღარე წყალი 3 ს. კ.,  შაქარი 1 ჩ. ჭ. (190 გრ),  ფქვილი 1 ჩ. ჭ.,  გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ., ზეთი 3 ს. კ., ვანილი.

მომზადების წესი:

კვერცხი შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ ისე, რომ მასის მოცულობა 3-ჯერ გაიზარდოს.  ცალკე აურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებებლი და ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხიან მასას. ათქვიფეთ მიქსერის ყველაზე დაბალ სიჩქარეზე. ბოლოს დაამატეთ მდუღარე წყალი, ზეთი და ვანილი.

მომზადებული ცომი გადაიტანეთ საცობ ფორმაში, რომელშიდაც ცხიმწასმული პერგამენტი გაქვთ ჩაფენილი. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. ბისკვიტს გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი. მზა ბისკვიტი ფორმიდან გაციების შემდეგ ამოიღეთ.

ფუმფულა და ჰაეროვანი ბისკვიტით შეგიძლიათ მოამზადოთ საყვარელი ხილის ტორტი. საცხობი ფორმის დიამეტრი თვითონ შეარჩიეთ და ბისკვიტების ფენების რაოდენობაც თქვენ განსაზღვრეთ.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!