უძილობა, ხველა, ართრიტი, შეშუპება: ნატურალური სასმელის რეცეპტი, რომელიც უებარია სხვადასხვა პრობლემათა სამკურნალოდ

უძილობა შეიძლება პრობლემას არ წარმოადგენდეს, მაგრამ თუ სისტემატურ ხასიათს იღებს, მაშინ მას შედეგად მოჰყვება ჰორმონალური დისბალანსისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების განვითარება.

ხანგრძლივი და მშვიდი ძილი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ძილის ნაკლებობა იწვევს დაღლილობას, გაღიზიანებას,  გეცლებათ ენერგია, ხართ უყურადღებოდ. როდესაც ძილის ნაკლებობა სისტემატურ ხასიათს იღებს, მაშინ ჯანმრთელობის პრობლემებიც იმატებს.

ამ პრობლემის წინაშე მდგომი ადამიანები ხშირად იღებენ შესაბამის მედიკამენტებს, მაგრამ მათ ახლავს გვერდითი მოვლენები, ამავე დროს, იწვევს შეჩვევას და ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება. გირჩევთ, მოცემული პრობლემა მოიგვაროთ ბუნებრივი გზით. უამრავი ნატურალური პროდუქტი არსებობს, რომელიც ეფექტურად უმკლავდება უძილობას. ერთ-ერთი მათგანია მანდარინის არომატული ქერქი.

მოგაწვდით მცირე ინფორმაციას თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მანდარინის კანს ადამიანის ორგანიზმისთვის.

მანდარინის არომატული ცედრა ეფექტურად გამოიყენება ქოლესტერინისა და შაქრის დონის შესამცირებლად, კუჭის წყლულის სამკურნალოდ, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

მანდარინის კანის ჩაი ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. მისი წყალობით გაიძლიერებთ იმუნურ სისტემას. ჩაი ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ამ გზით, ხელს უწყობს კუჭის პრობლემების მოგვარებას. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ჩაი გაციებისა და სურდოს საწინააღმდეგო საშუალებაა, განსაკუთრებით ეფექტურია მუდმივი ხველისა და ლორწოს აღმოსაფხვრელად.

მანდარინის ცედრა შეიცავს ჰესპერიდინს, რომელიც ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა და შეგიძლიათ გამოიყენოთ ართრიტით გამოწვეული ტკივილისა და შეშუპების აღმოსაფხვრელად.

მანდარინის ქერქის გამოყენება უფრო გავრცელებულია ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში. გამოიყენება პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, სტრესის მოსახსნელად, ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის, სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, ელენთის სამკურნალოდ, ხველისა და  გაციების აღმოსაფხვრელად.

სტატიაში შემოგთავაზებთ ჩინური სასმელის რეცეპტს, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ ძილსა და მოსვენებას. სასმელი მოგადუნებთ, დაგამშვიდებთ, მოგიხსნით დაძაბულობასა და სტრესს. 

სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: გვირილა, ლავანდი, ვალერიანის ფესვები და მანდარინის ქერქი (ახალი და არა გამხმარი).

მომზადების წესი: პირველ რიგში, ამზადებთ ინგრედიენტებში მითითებულ სამკურნალო მცენარეთა ნარევს (თანაბარი რაოდენობით აიღეთ თითოეული მათგანის ფხვნილი და აურიეთ). დიდ ფინჯანში მოათავსეთ მომზადებული ნარევის 1 ს. კ., დაამატეთ 1 ჩ. კ. მანდარინის ცედრა (გახეხილი ქერქი), დაასხით 400 მლ ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ.

მიღების წესი: ნაყენი მიიღეთ თბილ-თბილი საღამოს, ძილის წინ. შედეგს ძალიან სწრაფად მიიღებთ.

მოამზადეთ შემოთავაზებული ნაყენი და მისი წყალობით დაივიწყეთ უძილობა, მოიხსენით სტრესი, დაძაბულობა და მოიპოვეთ სიმშვიდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!