წარმოუდგენლად გემრიელი შვრიის ორცხობილები ფორთოხლით

შემოგთავაზებთ ფორთოხლის არომატით გაჯერებული შვრიის ორცხობილების რეცეპტს. ამ გემრიელობის მოსამზადებლად  მხოლოდ 1 ს. კ. ფქვილი გჭირდებათ.

შვრიის ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 1 ჩ. ჭ.
  • კარაქი 50 გრ
  • შაქარი 2 ს. კ.
  • თაფლი 2 ს. კ.
  • ფქვილი 1 ს. კ.
  • ფორთოხლის წვენი 3 ს. კ.
  • 1 ცალი ფორთოხლის ცედრა

მომზადების წესი:

სქელძირიან ქვაბში აურიეთ დარბილებული კარაქი, თაფლი და შაქარი. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და მასა აადუღეთ. შემდეგ ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ფქვილი და ფორთოხლის წვენი. მომზადებულ მასას დაამატეთ ფორთოხლის ცედრა. ბოლოს შეურიეთ შვრიის ფანტელი.

საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და სუფრის კოვზით ცომები თანაბრად გაანაწილეთ.

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი. გემრიელად მიირთვით!