შეშუპება, ყაბზობა, ჭარბი წონა და გაცხიმოვნება: ნატურალური ჩაი ამ და სხვა პრობლემათა წინააღმდეგ

სტატიაში შემოგთავაზებთ ნიახურის ჩაის რეცეპტს, რომელიც გასაოცარ შედეგს მოგცემთ. 15 დღეში, ყოველგვარი დიეტის გარეშე, 2 კილოგრამს დაიკლებთ, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან და შეშუპებისგან.

ნატრიუმითა და კალიუმით მდიდარი ნიახურის ჩაი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა. ნაყენს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

კვების რაციონს დაამატეთ ნიახური, რათა მიიღოთ მნიშვნელოვანი ნივთიერებები. იგი B ჯგუფის ვიტამინების წყაროა. მისი წყალობით შეგიძლიათ მრავალი სარგებელი მოუტანოთ თქვენს ორგანიზმს.

ნიახური გამწმენდი საშუალებაა. ამ მწვანილს შარდმდენი და გამწმენდი თვისებები აქვს, რომელიც გეხმარებათ დაგროვილი ტოქსინების მოშორებაში. ნიახურის ფესვი, თესლი და ღერო შედგება უნიკალური ეთერზეთებისგან, როგორიცააЖ ლიმონენი და ასპარაგინი.

კუჭის წვენისა და ნერწყვის წარმოების გაზრდის გარდა, ნიახურის ჩაი აადვილებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ცხიმების დაწვასა და ზედმეტი კილოგრამების დაკარგვას. ააქტიურებს ნაწლავის მოქმედებას, გაგათავისუფლებთ ნაწლავებში დაგროვილი აირებით გამოწვეული სპაზმისგან. ნიახური მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა.

იგი ააქტიურებს ინფექციების აღმოფხვრას და გამოდევნის ორგანიზმში არსებულ ტოქსინებს. აგრეთვე ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებაა და ებრძვის კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.

ნიახურის ჩაი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც არეგულირებს მეტაბოლიზმის პროცესს. იგი შეიცავს თმისა და  კანისთვის საჭირო მნიშვნელოვან ნივთიერებებს.

იხილეთ რეცეპტიб როგორ მოვამზადოთ ნიახურის ჩაი, რომელიც  წონის დასაკლებად საუკეთესო საშუალებაა, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

ნიახურის ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ჯანჯაფილის ფხვნილი (აუცილებელი არ არის, მაგრამ სასმელს ეფექტს ჰმატებს) ½ ჩ. კ., ლიმონი ნახევარი, წყალი 1 ლ, ნიახური 3 ღერი ან ნიახურის თესლი 1 ს. კ.

მომზადების წესი: ნიახურის ღერებს ან თესლს დაასხით ადუღებული წყალი და 10 წუთით დააყოვნეთ, დაამატეთ ჯანჯაფილი. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი.

გამოყენების წესი: რეკომენდებულია პირველი ფინჯანი მიიღოთ უზმოზე, ხოლო დანარჩენი მიიღეთ დღის განმავლობაში, ჭამიდან ჭამამდე  შუალედში. ნიახურის ჩაი მიიღეთ 15 დღის განმავლობაში, მომდევნო 15 დღე დაისვენეთ, შემდეგ სამკურნალო პროცედურები კვლავ გააგრძელეთ.

მოამზადეთ უმარტივესი საშუალება, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებითაა გაჯერებული და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.