ბევრი დიასახლისი აღარ ყიდულობს მაიონეზს, რადგან ამჯობინებენ საშინაო პირობებში მოამზადონ ეს პროდუქტი, ვიდრე მაღაზიაში შეიძინონ კონსერვანტებით, საღებავებითა და ხელოვნური არომატიზატორებით გაჯერებული. როგორც ცნობილია, საშინაო პირობებში მაიონეზი მზადდება კვერცხისა და მდოგვის ბაზაზე, მაგრამ ბევრი ერიდება კვერცხის გამოყენებას, ამიტომ შემოგთავაზებთ მაიონეზის რეცეპტს, რომლის ძირითადი იგრედიენტი სელის თესლია.
ასე რომ, იხილეთ სელის ფქვილის ბაზეზე შექმნილი ვეგეტარიანული მაიონეზის რეცეპტი.
სელის თესლისგან უამრავ პროდუქტს ვამზადებთ, მაგალითად, სელის ზეთს, ფაფას, სელის ფქვილს ამატებენ პურს, რომელიც მას საოცარ გემოს ჰმატებს.
სელის ფქვილის მაიონეზი
საჭირო იგრედიენტები:
- სელის ფქვილი 2 ს. კ.
- წყალი 60 მლ
- ზეთი 125 მლ
- მდოგვი 1-2 ჩ. კ.
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- მარილი და შაქარი გემოვნებით
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- სელის ფქვილს დაასხით წყალი და გააცხელეთ. გამუდმებით ურიეთ, სანამ მასა არ გახდება ბლანტი.
- როცა მომზადებული მასა ოთახის ტემპერატურამდე მიაღწევს, დაამატეთ ცოტა შაქარი, მარილი და დააბლენდერეთ. თანდათან ამატეთ თითო-თითო ს. კ. ზეთი.
- როდესაც მასა მაიონეზის ტექსტურას მიიღებს, დაამატეთ ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი და შაქარი გემოვნებით.
- საშინაო პირობებში მომზადებული სელის მაიონეზი მზადაა, რომელიც ქარხნული წესით დამზადებულ მაიონეზზე უფრო მუქია, მაგრამ საოცრად გემრიელია და ამავე დროს ნატურალური.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება, რომელიც თქვენი ხელით იქნება ნამზადი და თამამად გამოიყენეთ სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად.