ახლა სწორედ იმის დროა, იზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, რაშიც მარტივი რეცეპტი დაგეხმარებათ

სწორედ რომ დროა, ვიზრუნოთ იმუნური სისტემისა და ორგანიზმის გაძლიერებასა და გაწმენდაზე. შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული დეტოქს სასმელის რეცეპტს, რომელის დახმარებითაც აიმაღლებთ ორგანიზმის თავდაცვით ძალებს.

სასმელის შემადგენლობაში შედის C ვიტამინით მდიდარი ფორთოხალი, ასევე კაპსაცინთა და სხვა საკვები ნივთიერებით გაჯერებული ინგრედიენტები.

დეტოქს წვენი ამცირებს ორგანიზმში არსებულ ანთებას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ააქტიურებს მეტაბოლიზმს. შედეგად გაიძლიერებთ იმუნიტეტს და ინტენსიურად დაიწყებთ ჭარბი წონის მოშორებას.

თუ სასმელს დაამატებთ ანტოიქსიდანტებითა და ფიტონუტრიენტებით გაჯერებულ ჯანჯაფილს,  ჯანმრთელობისთვის დამატებით სარგებელს მიიღებთ.

დეტოქს წვენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ფორთოხალი 1 ცალი, თაფლი 1 ჩ. კ., კაიენის ან ჩილის წიწაკის ფხვნილი მწიკვი, ჯანჯაფილის ფხვნილი მწიკვი, წყალი 1 ჩ. ჭ., ლიმონის ნაჭერი.

მომზადების წესი: პირველ რიგში, ფორთოხლისგან გამოწურეთ წვენი (შეგიძლიათ მეტი ფორთოხალი გამოიყენოთ). შემდეგ დაამატეთ თაფლი, კაიენის ან ჩილის წიწაკა და ჯანჯაფილის ფხვნილი. კარგად აურიეთ და დაამატეთ თბილი წყალი.

მიღების წესი: დეტოქს სასმელი მიიღეთ დღეში ერთხელ საუზმესა და სადილს შორის შუალედში. მკურნალობის ხანგრძლივობა 3 დღე. 2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ პროცედურები გაიმეოროთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული დეტოქს სასმელი და გაიწმინდეთ ღვიძლი, გაიმჯობესეთ საჭმლის მონელება, აისწრაფეთ მეტაბოლიზმი და გათავისუფლდით ზედმეტი წონისგან.