
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ლიმონის არომატული კექსები, ორცხობილები, ღვეზელები განუმეორებელია.
შემოგთავაზებთ ფაფუკი, ჰაეროვანი, ნაზი და უგემრიელესი კექსის რეცეპტს.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 2,5-3 ჩ. ჭ.
- მარგარინი ან კარაქი 300 გრ
- შაქარი 1,5 ჩ. ჭ.
- კვერცხი 2 ცალი
- არაჟანი 4 ს. კ.
- ლიმონი (დიდი) 1 ცალი
- სოდა ნახევარი ჩ. კ.
- ვანილი მწიკვი
მომზადების წესი:
- მარგარინი გაადნეთ.
- ლიმონს გადაავლეთ ადუღებული წყალი და კანიანად გაატარეთ, უბრალოდ თესლისგან გაასუფთავეთ.
- მარგარინს დაამატეთ კვერცხი, შაქარი, გატარებული ლიმონი, სოდა, არაჟანი და მიქსერით ათქვიფეთ.
- თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოამზადეთ ცომი.
- დაგჭირდებათ კექსის გამოსაცხობი ფორმა. შეგიძლიათ ,,ბურჟუიკაც“ გამოიყენოთ. ცხიმის წასმა არ დაგჭირდებათ.
- მომზადებული ცომი საცხობ ფორმაში თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-30 წუთი.
ლიმონის არომატით გაჯერებული საოცრად გემრიელი კექსი და ჩაი ჰარმონიულ კომბინაციას ქმნის. მოამზადეთ, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!