კოლაგენით მდიდარი 7 საკვები პროდუქტი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ძვლებისა და სახსრებისთვის

კოლაგენი პროტეინია, რომელიც ამცირებს სახსრების ტკივილს, ანთებას, აძლიერებს თმას, ფრჩხილებს, აახალგაზრდავებს კანს და ხელს უწყობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემათა მოგვარებას.

კოლაგენის მიღება შეგიძლიათ ჟელატინისგან ან ძვლების ნახარშისგან. სამწუხაროდ, ყველა ადამიანს არ უყვარს ასეთი კერძების მიღება, მაგრამ ჯანმრთელობისთვის, სახსრების ტკივილისა და ანთებისთვის აუცილებელია ორგანიზმმა მიიღოს კოლაგენით მდიდარი პროდუქტები.

გაითვალისწინეთ, რომ კალციუმს, სხვა სასარგებლო საკვებ ნივთიერებებსა და კოლაგენს ორგანიზმი უკეთესად და მარტივად ითვისებს მცენარეული პროდუქტებიდან, ვიდრე ცხოველური საკვებიდან. ბოსტნეულის ბულიონი არის ტუტე და შეუძლია უზრუნველყოს ორგანიზმის ოპტიმალური pH ბალანსი.

იხილეთ მცენარეული პროდუქტების ჩამონათვილი, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და გაგათავისუფლებთ სახსრების ტკივილისგან: ზღვის წყალმცენარეები, ნიახური, ყველა სახის კომბოსტო, ჭარხალი, ისპანახი და ზეითუნის ზეთი.

კვების რაციონს დაამატეთ ჰუმუსი (მუხუდო) და სხვა პარკოსნები, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს ანთებას.

ზღვის მცენარეები მდიდარია კოლაგენითა და მინერალებით. თუ გსურთ, შეიმსუბუქოთ სახსრების ტკივილი,  გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები. გისურვებთ ჯანმრთელობას!