ადამიანების უმრავლესობას ჯანსაღი დიეტის დაცვის დრო არ აქვს დაკავებული ცხოვრების გამო. ამის შედეგად ჩვენ მენიუში უამრავ ისეთ საკვებს ვამატებთ, რომელიც ჩვენს ორგანოებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ყველზე ცნობილი იმ საჭმელების სიას, რომლის ჭამითაც თქვენი ორგანიზმის დეტოქსიკაციას ბუნებრივად მოახდენთ:
10. ჭარხალი
ჭარხალი რკინას, კალციუმს და ანტიოქსიდანტ ბეტაინს შეიცავს. ეს პიგმენტი თქვენი უჯრედების სტრუქტურას გააუმჯობესებს და მოახდენს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას, რაც ორგანიზმის დეტოქსიკაციის მთავარი იარაღია.
9. ხახვი და ნიორი
ორივე პროდუქტი შეიცავს ფლავონოიდებს, რაც ორგანიზმში გლუტათიონის გამოყოფაში გეხმარებათ. ეს ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. იგი ეხმარება ღვიძლს დეტოქსიკაციისთვის საჭირო ენზიმების გამომუშავებაში, რომელიც მომნელებელი სისტემის ნარჩენებს ფილტრავს.
8. სალათის ფოთლები
ამ პროდუქტის ნაწილაკები ჭამის შემდეგ ორგანიზმში უკავშირდებიან ტოქსინებს და სხვა თავისუფალ რადიკალებს, რის შემდეგაც მათ ნეიტრალურ ნაწილაკებად აქცევენ. ასეთი პროცესების დახმარებით ხდება თქვენი ორგანიზმის გაწმენდა მძიმე მეტალებისგანაც, ზედმეტ სითხეებთან და მჟავებთან ერთად.
7. ლიმონის წყალი
ციტრუსოვანი ხილი იდეალურია თქვენი მომნელებელი სისტემისთვის, რადგან ისინი სავსე არიან C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით. ეს ძლიერი ელემენტი ააქტიურებს ღვიძლის ენზიმებს და ეხმარება მას ტოქსინების წყალზე დაფუძნებულ სითხედ გადაქცევაში, რაც მუცელს აჯანსაღებს. ამის წყალობით ნაწლავების ნებისმიერი დამაბინძურებელი ასპექტი მარტივად გამოირეცხება ორგანიზმიდან.
6. მარცვლეული და თხილეული
თხილეულის ჭამა ღვიძლის ირგვლივ დაგროვებული ცხიმოვანი გროვების მოშორებაში დაგეხმარებათ და ამ ორგანოს ამიაკის დეტოქსიკაციაში შეუწყობს ხელს. მარცვლეულის ჭამით თქვენ ფაიბერს მიიღებთ, რაც ნაწლავების ტრაქტიდან ტოქსინების გამორეცხვას მოახერხებს. ისინი ასევე ისეთ მინერალებს შეიცავენ, რომელიც ორგანიზმს დაგროვილი ცხიმების გამოყოფაში ეხმარება.
5. იოგურტი
იოგურტი პრობიოტიკებს შეიცავს და თქვენს მომნელებელ სისტემას ისეთი კარგი ბაქტერიებით ამარაგებს, რომლის დახმარებითაც კუჭიდან ტოქსინების გამოდევნის პროცესი ჩქარდება.
4. გვირილის ან მწვანე ჩაი
გვირილის ჩაის დალევა ეხმარება თქვნი ღვიძლის მუშაობას სისხლის მიმოქცევიდან ტოქსინების და ნარჩენების გამოწურვით. მწვანე ჩაი სავსეა ანტიოქსიდანტებით და კოფეინით, რაც ორგანიზმს ზედმეტი სითხეებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
3. ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი მსხვილ ნაწლავს ეხმარება ნორმალურად მუშაობაში და ათავისუფლებს მას ნარჩენებისგან და ცუდი ტოქსინებისგან. იგი ხელს უწყობს მუცლის მჟავების წარმოებას, რითაც ხელს უწყობს ნაწლავებში არსებული პარაზიტების და ბაქტერიების განადგურებას. ამით იგი ჩვენს სხეულს ინფექციებისგან იცავს. იგი ასევე აუმჯობესებს იმუნიტეტს და ღვიძლის ფუნქციონირებას.
2. სტაფილო
სტაფილო სავსეა გლუტათიონით, რაც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დეტოქსიკაციის ელემენტს წარმოადგენს. ისინი ასევე სავსეა ბეტა-კაროტინით და A ვიტამინით. სტაფილოს ჭამას ასევე დადებითი ეფექტი აქვს კარდიოვასკულარულს სისტემაზე და ზოგადად აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციებს.
1. კიტრი
კიტრი ძალიან ეხმარება მომნელებელი ტრაქტის მუშაობას და ხელს უწყობს ღვიძლის გაწმენდას. იგი ორგანიზმში მეტი შარდის წარმოქმნას უწყობენ ხელს, რისი დახმარებითაც სისხლიდან და ნაწლავებიდან ტოქსინების გამორეცხვა ხდება.