შემოგთავაზებთ ანტიასაკობრივი კრემის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ კანის დატენიანებას, შეაფერხებთ ნაოჭების გაჩენას და დიდი ხნით შეუნარჩუნებთ კანს ახალგაზრდობასა და სიჯანსაღეს.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული სახის ანტიასაკობრივი, დამატენიანებელი კრემი და მიიღეთ მაქსიმალური შედეგი!
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 30 მლ ჰემამალისი
- ვარდის წყალი 15 მლ
- თაფლი 3 ს. კ.
- ხორბლის ჩანასახების ზეთი 3 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა მასა გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ ხუფი. კრემი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. გამოსაყენებლად ვარგისია 1 თვე.
კრემი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ კანზე.
თუ გსურთ, შეაფერხოთ ნაოჭების გაჩენა, დღის განმავლობაში მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი, რადგან კანისთვის მნიშვნელოვანია დატენიანება. მოერიდეთ მზეზე ყოფნას.