
ბადრიჯნის წყლისა და ლიმონის წვენის ნარევი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც წონის დაკლება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება სურს. მოცემული საშუალება მუცლის შებერილობის წამალია, შეგიმსუბუქებთ პრემენსტრუალურ სინდრომს, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას, არეგულირებს ცუდი ქოლსტერინის დონეს, დადებითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ასწრაფებს მეტაბოლიზმს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი საშუალო ბადრიჯანი
- 1 ლიმონი
- 1 ლ გაწმენდილი წყალი (გაყინული ან გადადუღებული)
მომზადებისა და მიღების წესები:
- სასმელი მოამზადეთ საღამოს და დატოვეთ მთელი ღამე.
- ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით თხელ, დაახლოებით, ნახევარი სმ სისქის ნაჭრებად.
- ბადრიჯნის ნაჭრები ჩაყარეთ მინის ქილაში, დაასხით წყალი და დაამატეთ ლიმონის წვენი.
- ქილას დაახურეთ ხუფი და მთელი ღამით შედეთ მაცივარში.
- რეკომენდებულია, მიღება დაიწყოთ დღეში 1-2 ჭიქით და შემდეგ დოზა თანდათან გაზარდეთ 5 ჭიქამდე, ანუ ერთ ჯერზე მომზადებული უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში.
- აუცილებლად მოამზადეთ ახალ-ახალი.
მაქსიმალური შედეგის მისაღებად შეამცირეთ ტკბილის, შემწვარი და გადამუშავებული საკვების მიღება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!