შემოგთავაზებთ უგემრიელესი, არომატული ლიმონისა და ყავის ნაყინების რეცეპტებს. დამერწმუნეთ, საშინაო ნაყინის გემო იმდენად მოგეწონებათ, რომ მაღაზიაში აღარ შეიძენთ.
ლიმონის ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: შესქელებული რძე 2 ჩ. ჭ., არაჟანი ნახევარი ჩ. ჭ. ლიმონი 1 ცალი.
მომზადების წესი:
ლიმონი წვრილად დაჭერით და თესლები ამოაცალეთ. მოცემული ინგრედიენტები დაბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ გადაასხით კონტეინერში, კარგად აურიეთ და მთელი ღამით შედეთ საყინულეში. მიირთვით უგემრიელესი ნაყინი, რომელსაც ლიმონი საოცარ არომატს ჰმატებს.
ყავის ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ნაღები (33%-იანი ცხიმიანობის) 200 მლ., შესქელებული რძე 120 გრ., ხსნადი ყავა 1,5 ს. კ.,
მომზადების წესი:
სანამ დაიწყებდეთ მომზადებას, კარგად გააციეთ ნაღები, ჭურჭელი, რომელშიდაც უნდა ათქვიფოთ ინგედიენტები, მიქსერის ჩხირები, რადგან პროცესი უფრო სწრაფად და მარტივად წარიმართება (ეს მეთოდი შეგიძლიათ ნებისმიერი ნაყინის მომზადების დროს გამოიყენოთ).
პირველ რიგში, მიქსერის საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ ნაღები, შემდეგ დაამატეთ შესქელებული რძე, ბოლოს-ხსნადი ყავა. შეგიძლიათ ყავის ნაცვლად ვანილი ან სუფრის კოვზი კონიაკი გამოიყენოთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ კონტენიერში, აურიეთ, დაახურეთ თავზე და 6-12 საათით შედეთ საყინულეში.
მოამზადეთ უგემრიელესი ნაყინები და ბედნიერად გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები!