კბილის პასტა არა მხოლოდ ჰიგიენის დაცვაში, არამედ მრავალი პრობლემის მოგვარებაში მეხმარება

ძვირფასო დიასახლისებო, შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომლებიც შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას. ყველასთვის ხელმისაწვდომი კბილის პასტა, რომლის ძირითადი დანიშნულება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა, დიასხლისების დამხმარე და ,,მარჯვენა ხელი“ ყოფილა.

  1. ვერცხლის ნივთებისთვის ბზინვარებისა და სილამაზის დასაბრუნებლად კბილის პასტა საუკეთესო საშუალებაა.
  2. გაწმინდეთ სათვალე კბილის პასტით და მოაშორეთ მათ მცირე ნაკაწრები.
  3. კბილის პასტა მანქანის ფარების გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა. ეს რაღაც სიდებილე მგონია
  4. თუ გსურთ, თქვენი ფორტეპიანოს კლავიშები პრიალებდეს,  გაწმინდეთ კბილის პასტით.
  5. კბილის პასტა თქვენი კედებისა და ბოტასების ძირების გასათეთრებლად და ლაქების მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა.
  6. მაგიდის ზედაპირიდან ჭიქის ან ფინჯნის ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ კბილის პასტა.
  7. ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ, თქვენს საყვარელ პერანგს მოაშოროთ მელნის ლაქა. წაუსვით დაბინძურებულ ადილზე კბილის პასტა, ცოტა ხნით გააჩერეთ და შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით გარეცხეთ.
  8. თუ რკინის ნივთებს კბილის პასტით გაწმენდთ შეძლებთ მათ გააპრიალებას.
  9. ებრძვის აკნეს. წაისვით ის თხელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთზე და დაიტოვეთ შეშრობამდე.
  10. შეიზილეთ კბილის პასტა გამონაყარზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ რამდენიმე წუთი.
  11. თმის შეღებვის შემდეგ პირსახოცზე დარჩენილი  საღებავის ლაქების მოშორება შეგიძლიათ კბილის პასტით.
  12. კბილის პასტით მოაშორებთ ტელოფონის ეკრანზე არსებიულ ნაკაწრებს.
  13. ხალიჩიდან ლაქების მოსაშორებლად შეგიძლიათ კბილის პასტა გამოიყენოთ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სარგებლის, რომელთაც ბიუჯეტური და უმარტივესი საშუალების დახმარებით  შეძლებთ.